​ქაქუთის სკოლასთან მისასვლელი გზა დატბორა

ქაქუთის სკოლასთან ინტენსიური წვიმის შედეგად წყლის არხი გადაივსო და სკოლასთან მისასვლელი გზა წყლით დაფარა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტს სწავლის პროცესი არ ჩაუშლია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა ბავშვების სკოლაში მისვლის შემდეგ დაიწყო. ამიტომ, წვიმასა და წყლის ნაკადს ბავშვებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. “ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, წყლის ნაკადმა წვიმის გადაღებასთან ერთად იკლო. შესაბამისად სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა არც ქაქუთის და არც სხვა რომელიმე სკოლაში” – განაცხადა თეა ვადაჭკორიამ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლიდან ბავშვებს სკოლის ავტობუსები წაიყვანს.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები