01-12 ივლისს ბათუმში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი – ,,ბათუმის მერიის თასი-2017” იმართება

წელს ფესტივალი გამორჩეულად წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანია. მასში 19 ქვეყნის მაღალი რანგის 400 -მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. 241 ქართველი სპორტსმენიდან 60-მდე მოჭადრაკე აჭარის რეგიონს წარმოადგენს. ფესტივალი წელს მესამედ ტარდება. დიდები და პატარები, შვეიცარიული სისტემით, 10 დამოუკიდებელ ტურს ითამაშებენ. 11 ივლისს კი ღია საერთაშორისო ბლიც ტურნირია დაგეგმილი.
ტურნირი ბათუმის მერიის, საჭადრაკო კლუბ ,,ნონასა” და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები