ძლიერი ქარის დროს ბათუმში ორი მამაკაცი დაშავდა

ხახულის მეორე ჩიხში მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წელის დაზიანებით ერთი მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე მამაკაცს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
52 წლი მამაკაცს ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს დაზიანებული აქვს მალები.
ძლიერი ქარის გამო, ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა, წაიქცა 3 და დაზიანდა რამდენიმე ხე-მცენარე.
ქარმა ასევე, მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები.
ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება აცხადებენ ბათუმის მერიაში.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.

სხვა ვიდეოები