11% “ევროპული საქართველო”, 54% “ქართული ოცნება” – ხულოს წინასწარი შედეგები

ხულოში 14 ათას 232-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და წინასწარი მონაცემებით ხმათა 60 %-ით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, გოჩა მელაძეს ერგო. მას არჩევნებზე მისულმა 8 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.  3 500-მდე ხმა დააგროვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა,რაც 26 % შეადგენს.

დარჩენილ ორ პარტიას შორის ხმები ასე გადანაწილდა: 3, 37 %-ი “პატრიოტთა ალიანსი”, 11 %-ი კი ევროპული საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს.

რაც შეეხება საკრებულოს, იგი 6 პარტიით დაკომპლექტდება.
55%- ქართული ოცნება
24%- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5%-ი დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა
4, 71%-ი პატრიოტთა ალიანსმა
4, 11 %-ი შენების მოძრაობა
11, 57 %-ი ევროპული საქართველო

საკრებულოშ ვერ მოხვდებიან “ლეიბორისტები”, მათ ხმების 1, 47 % დააგროვეს.

ხულოს 13 მაჟორიტარული ოლქი ასე გადანაწილდა:

ერთი მანდატი – “ევროპულმა საქართევლო

​ სამი მანდატი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ხოლო 9 ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარებმა მოიპოვეს ამომრჩევლის ნდობა. ​
ხულოს მუნიცპალიტეტში სულ ოთხი მერობის კანდიდატი, 8 პარტია და 13 მაჟორიტარი იბრძოდა. ​

წყარო:’აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები