14 სულიან ოჯახს, რომელსაც სახლი დაეწვა, თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფენ

სოფელ პაქსაძეებში, 14 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობა დაიწვა.

მიზეზი რამდენიმე საათის წინ გაჩენილი ხანძარია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ადილზე სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

მთლიანად დაიწვა ხასან პაქსაძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა ნაგებობა (ბოსელი).

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს რომლებს შორისაც დაშორება დაახლოებით 5-10 მეტრია.

სახანძრო სამაშველოს ბრიგადებმა მეზობელი სახლების გადარჩენა მოახერხეს, მათზე განძარი არ გადასულა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ჟურნალისტებთან აცხადებს აღნიშნულ ოჯახს გამგეობა სარეზერვო ფონდიდან თანხით დაეხმარება.

„სარეზერვო ფონდიდან ოპერატიულად იქნება თანხა გამოყოფილი, მინიმუმ 10 ათასი ლარი და მივცემთ ხე ტყის სარგებლობის უფლებას.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებას ჩვენ მზად ვართ ჩვენი ტექნიკით საცხოვრებლის ადგილმდებარეობაც მოვუწესრიგოთ სახლის მშენებლობისთვის და სხვა სტანდარტული დახმარებითაც ვუზრნველყოთ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია“- განაცხადა ბაუჩაძემ.

თვითმხილველების თქმით ხანძრის შედეგად ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა როგორც მეზობლები ყვებიან სახლიდან ვერაფერი ფამოიტანეს.

„ძალიან დიდი ოჯახია მათ არაფრის საშუალება არ აქვთ, ოჯახში ყველაფერი განადგურებულია არაფერი არაა გადარჩენილი. ორსართულიანი სახლიც და ბოსელიც დაიწვა. ნემსის ფასიც კი ვერაფერი გადავარჩინეთ. ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი იმყოფებოდა დანარჩენები მთაში არიან. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“-გნაცხადა დაზარალებულის მეზობელმა გოჩა გელაძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები