15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება.

15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება.
აღნიშნულის შესახებ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მიმდინარე წლის ივნისში შევიდა.

კოდექსის მოქმედ რედაქციაში დღის საათებად – 08.00 საათიდან 23.00 საათამდე, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდია განსაზღვრული.
დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბალს, ღამის საათებში კი 30 დეციბალს. რეგულაციები დაწესდა იმ კაფე-ბარებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული. დღის საათებში ასეთ კაფე-ბარებში ხმაური არ უნდა აჭარბებდეს 50 დეციბალს, ღამის საათებში კი 40 დეციბალს.

ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა კი – ფიზიკური პირის 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში იკრძალება და დასჯადი ხდება პიროტექნიკის
(ფოირვერკის) გამოყენება,გარდა ახალი წელისა, 9 აპრილისა და 26 მაისისა.

“ტვ ქართლი”

სხვა ვიდეოები