15 სახლი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის

ხულოში ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად 15 ოჯახი შეირჩა, მათგან 12-ს ახალი საცხოვრებელი გადაეცა, ხოლო სამის მშენებლობა მიმდინარეობს.  ბენეფიციარები დახმარების სახით 10 ათას ლარს იღებენ, რომლითაც თანასოფლელების დახმარებით სახლს ააშენებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში სახლების მშენებლობის პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი 38  სოციალურად დაუცველს გადაეცა. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი დაიხარჯება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები