17-18 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17 – 18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 19 – 23 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები