186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება.

თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა. ბიჭი გარდაიცვალა.

ხვალ, 21 აგვისტოს, ბათუმის საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს, რაც ჯამში 2 მილიონ 182 673 ლარს მოიცავს. ცვლილებები ძირითადად ინფრასტრუქტული სამუშაოების დაფინანსებას შეეხება.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები