2006 წელს გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა აპრილამდე უნარჩუნდება

მართვის მოწმობებს რომლებიც 2006 წლის 1-ელ აპრილამდეა გაცემული იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდება. მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 1-ელ აპრილამდე შეეძლებათ. თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება კი არ არის სავალდებულო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები