2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა

2017 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა.

მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 994 784 ლარი დაიხარჯა,განხორციელდა ტომაშეთის და მახალაკიძეების სოფლების წყალმომარაგების პროექტი.

5 სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს :- სხალთის ხეობიდან ფურტიო – ბუთურაული – ნენიის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა და სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა 497 518 ლარი.

მუნიციპალიტეტის სოფლებში სულ განხორციელდა 27 პროექტი. ჩატარდა გზების, ხიდების და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების გამაგრებითი სამუშაოები.

სპორტული მოედნები.

აშენდა ორი ახალი მინი სპორტული მოედანი სოფელ ზემოხევში და სოფელი კარაპეტში, მშენებლობებზე დაიხარჯა 45 912 ლარი. ბაგა-ბაღების მშენებლობა და რემონტი. ბიუჯეტიდან დაიხარჯა 631 724 ლარი:

გაიხსნა ჩანჩხალოს, ჭალა – წყაროთის და ხიჭაური და ფურტიოს საბავშო ბაღები, გარემონტდა 2 ბაგა-ბაღის შენობა და დაიწყო ერთი ახალი (ხაბელაშვილები) ბაგა-ბაღის მშენებლობა.

შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა 470 186 ლარი.

განხორციელდა 21 პროექტი.

სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი სისტემის მშენებლობა:სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი სისტემის მშენებლობისათვის მასალების შეძენა დასრულებლია, მიმდინარეობს სისტემის მშენებლობა. ბიუჯეტიდან დაიხარჯა 551 736 ლარი.

სკოლების შენებლობა: აშენდა ორი დაწყებითი სკოლა კაკალაძეების და ცენტერაძეების უბნები, მშენებლობებზე დაიხარჯა 52 928 ლარი.საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ბიუჯეტიდან დაიხარჯა 137 113 ლარი.მიმდინარეობს ერთი საავტომობილო ხიდის(კლდისუბნის) მშენებლობა.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები