2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა დაიწყო.

იმისთვის, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვოს, საჭიროა თქვენი აქტიურობა. საამისოდ გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს.

1. გახსენით ქვემოთ მომცემული ლინკი

2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია 1 ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც;

3. მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა;

4. შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია;

5. ხმის მიცემა შესაძლებელია 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია!
http://www.iwf.net/best-lifters-2017/

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები