2018-2021 წლებში სამინისტრო ინოვაციურ პროგრამებს განახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში საინვესტიციო პროცესის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამებს განახორციელებს. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა 2018-2021 წლებში 2 165 600 ლარით დაფინანსდება  ახალ ბულვარში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები:  ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტებით დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად ქალაქში გაჩნდება:  1700 სასტუმრო ნომერი  დაახლოებით 2600 ახალი სამუშაო ადგილი გმირთა ხეივანში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები: გმირთა ხეივანის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 12 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რაც ჯამში დაახლოებით 600 მლნ ლარის ინვესტიციაა. ხეივანში მიმდინარე პროექტებით ქალაქს დაახლოებით 1000 სასტუმრო ნომერი დაემატება. 2017 წელს „ბათუმის ესტაკადის“ მშენებლობა იწყება. 2018 წლის ბიუჯეტი – 10 000 000 ლარი აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროექტი მიმდინარეობს. მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. 2018 წლის ბიუჯეტი – 15 602 540 ლარი პროექტი ითვალისწინებს:პირველ ეტაპზე: ხელვაჩაურის, ქედის და ხიჭაურამდე არსებული დასახლებების გაზიფიცირება  მეორე ეტაპზე: ხიჭაური-გოდერძის გაზიფიცირება მთის კურორტების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება  80 მლნ ლარის ინვესტიცია  435 განთავსების ადგილი „ეთნოსოფელი“ მაჭახელაში. პროექტი მაჭახელას ტრადიციების და კულტურის ერთ სივრცეში გაცოცხლებას ითვალისწინებს.საპიკნიკე ადგილების მოწყობის პროექტი – ტურისტებისა და მგზავრებისათვის დასვენებისა და მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას უზრუნველყოფს. პირველი ეტაპის პროექტირების თანხა -1 428 167 ლარი  ეკონომიკური ობსერვატორიის პროექტი ხორციელდება – 2018 წლის ბიუჯეტი – 107 000 ლარი. მიზანი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაცია იქნება. ეს იქნება აჭარის ობსერვატორიის ვებ გვერდი – რეპოზიტორიუმის სახეობა, რომელიც აგროვებს და წარმოადგენს მონაცემებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის მართვის თვალსაზრისით, ისევე ცენტრალური თვითმართველობის დონეზე.აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აჭარის დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნას. ასევე დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას. მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შიდა საკომუნიკაციო ქსელების, შიდა ტიხრების, გარე კარ-ფანჯრების და სახურავის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა – 2018 წლის მაისი. ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების და ტექნიკური ზედამხედველობის ელექტრონული შესყიდვის პროცედურები (შერჩევა-შეფასება) აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი პროექტის მიზანი: მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესება,  რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ამაღლება  გარემოსდაცვასა და წყლის რესურსების შენარჩუნება  წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკურიშეფასების კვლევის (Feasibility Study) მომზადება პროექტისთვის საჭირო წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევის (Feasibility Study) ბიუჯეტი- 550 ათასი ევრო, რომელიც KfW-ს გრანტით დაფინანსდება პროგრამის საინვესტიციო ბიუჯეტი 20 მლნ. ევროს შეადგენს, რომელიც KfW-ს სესხით დაფინანსდება აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი მიზანი: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა ბათუმის და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული არასტანდარტული და ექსპლოატაციისათვის არასათანადო ნაგავსაყრელების (სულ 3) კონსერვაცია :რეგიონის ეკოლოგიური, სოციალური და ტურისტული გარემოს გაუმჯობესება მიმდინარე ეტაპი:  EBRD-ის ექსპერტების მიერ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა  2017 წლის ივლისში, „შპს ჰიგიენა-2009“-მ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც EBRD-ის წესების შესაბამისად, 2 ეტაპად ჩატარდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018-2021 წლების პროგრამების პრეზენტაცია მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის,მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები