2018 წელს აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა

2018 წელს, აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1,931, 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს (1 683 077 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აჭარაში).

 საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ახალი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიებს 2017 წლიდან ანხორციელებს.

• ესტონეთი +88,2%
• გერმანია +79,2%
• დიდი ბრიტანეთი +33.9%
• ლიეტუვა +33,2%
• პოლონეთი +11,5%

„ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობაა. ასეთი ციფრები პირველად გვაქვს. აღსაღნიშნავია ის გარემოება, რომ არსებული მონაცემები საქართველოს საზღვრის აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის მონაცემებს ითვალისწინებს (სარფი, ბათუმის აეროპორტი, ბათუმის პორტი). მათ შორის ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული შედეგის მისაღწევად ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვუწევდით პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას საერთაშორისო მედიაპლატფორმებით, პრესს-ინფოტურებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ონლაინ რეკლამითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით.

BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle – ის ტელეკომპანიებია, რომელთა მეშვეობით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა ნახა. რეგიონის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ Airbnb-იმ 2019 წლის 19 ყველაზე ტრენდულ ქალაქს შორის ბათუმი დაასახელა. Airbnb არის პლატფორმა, რომელსაც 500 000 000 მომხმარებელი ჰყავს და ეს არის პრაქტიკულად რეკომენდაცია მათთვის. განხორციელებული ვიზიტების პერიოდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ აჭარა უკვე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2018 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია – რეკლამირება 17 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო ) განახორციელა, რისთვისაც 6, 102, 909 ლარი დაიხარჯა.

2017 წელს, რეგიონის რეკლამირება განხორციელდა 17 სამიზნე ქვეყანაში (გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო), რისთვისაც დაიხარჯა 4, 799, 852 ლარი.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში, რეგიონს პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით გაუწია. მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე, ასევე გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.

გარდა ამისა, დეპარტამენტმა პრეს-ინფოტურის ფარგლებში სამიზნე ქვეყებიდან 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. ორი წლის განმავლობაში კი 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე წარადგინა რეგიონი.
ავიაკომპანიები: Wizzair, Aeroflot, Ural Airlines, Turkish Airlines, Qatar Airways, Azal, Ukraine Airlines, Air Arabia, Air Astana, British Airways, Scat Airways, Virgin Atlantic, Singapore Airlines, Emirates, Etihad, Gulf Air, South African Airlines, KLM, Flybe, Air India, Jet Airways.

ბეჭდვითი მედია:,,TRAVEL POLAND’’, ,,BUSINESS WOMAN AND LIFE’’, ,,National Geographic Traveller”, ,,Where.ge”, ,,Birdwatch”. ,,ეკონომისტი – მსოფლიო 2018“; ,,საქართველოს რკინიგზის“ საბორტო ჟურნალი; ჟურნალი ,,OK BATUMI”;
გარე რეკლამა 2017-2018 წლებში სისტემატიურად წარმოდგენილია 10 სამიზნე ქვეყნის 35-ზე მეტ ქალაქში.

2017-2018 წლებში გამოფენები და ტურები: 52 საერთააშორისო გამოფენასა და ღონისძიებაში მონაწილეობა; 107 ინფო და მედია ტური – 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი. 266-ზე მეტი სტატია, ათეულობით პოსტი, პირდაპირი ჩართვები და სხვ.

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო-საიმოჯო ვიდეორგოლებისთვის 200,000 ლარი დახარჯა.
2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო-საიმოჯო ვიდეორგოლებისთვის 350,000 ლარი დახარჯა.

მსგავსი სიახლეები

სხვა ვიდეოები