2018 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი პროგრამის – გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ამოქმედებას გეგმავ

პროგრამით დაგეგმილია, იმ კარდიოქირურგიულ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით.

პროგრამის ფარგლებში მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:
მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარის ჩათვლით – 100%-ით
მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარზე მეტი – 3000 ლარის ჩათვლით -90%-ით
მკურნალობის ღირებულება – 3000 ლარზე მეტი – 5000 ლარის ჩათვლით – 80%-ით
მკურნალობის ღირებულება – 5000 ლარზე მეტი – 70%-ით

დაგეგმილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა (როგორც გეგმიური, ასევე ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროს) სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

ასევე, თანაგადახდა დაუფინანსდება ინდივიდუალური და კორპორატიული დაზღვევის მოსარგებლეებს – სადაზღვევო ლიმიტის ზღვრული ტარიფის ამოწურვის შემდეგ ქვეპროგრამით დაიფარება დარჩენილი თანხის 50% არაუმეტეს 7000 ლარისა.

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 700,000 ლარით.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები