46089491_203202577239050_8153162402548940800_n
0

ბათუმში სანდასუფთავების თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის დროს, ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

59 წლის მამაკაცი პროფესიულ მოვალეობას აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთასთან ასრულებდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.  სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც საგზაო უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ცხედარი ამ დროისთვის  ქსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
46089491_203202577239050_8153162402548940800_n
0

13 ავტომობილის შეჯახების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ვენესუელაში, მირანდას შტატში 13 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა El Universal ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავარიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორი ერთეული მონაწილეობდა. ინციდენტი 29 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე მოხდა. გამოცემა ასევე იუწყება, რომ დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოებში კერძო ავტომობილით გადაიყვანეს. გამოცემა El Pitazo იტყობინება, რომ შემთხვევის შედეგად 35 ადამიანი […]
saagentoebs1
0

სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა კურორტ გოდერძის ტურისტულ პოტენციალზე და მთავრობის მიზანზე, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები გახდეს საუკეთესო მსოფლიოს მასშტაბით. ,,მახარებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად არსებული კლიმატური პირობებისა, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მცირე დროში მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რაც უფრო მეტ მსურველს მისცემს დასვენების, გართობის, კომფორტულად განთავსების საშუალებას. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კი გაჩნდება მეტი დასაქმების რესურსი. […]
avaria2
0

ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საშაურმეში შევარდა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, საშაურმეს მინები ჩაამსხვრია და შენობის პირველ სართულზე ავარიულად გაჩერდა.  ინფორმაციას ფოტომასალასთან ერთად ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხდებენ,ა ვტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე    გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით  […]
48928993_1129798480527479_4893245764907565056_n
0

კურორტი “გოდერძის” სათხილამურო ტრასა გაიხსნა

ზამთრის კურორტზე დამსვენებლების მისაღებად სასტუმროები, კოტეჯები და სათხილამურო ტრასები მზადაა. “გოდერის” სათხილამურო ტრასაზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში თავდაპირველად სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე საიმიჯო ვიდეორგოლი უჩვენეს, მოგვიანებით კი ადგილობრივმა ანსამბლმა “ბერმუხამ” რამდენე ნომერი შეასრულა.  შეკრებილებს კი აჭარის მთავრობის თავმჯომარემ სეზონის გახსნა მიულოცა და 3019 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო: “დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, მორიგ სეზონს […]
shHJHFHS
0

აჭარის მთავრობა 40 ოჯახს საცხოვრებელ ბინას უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადასცემს

სამთავრობო კომისიამ 300 განაცხადიდან წლების მანძილზე დაუკანონებელ ფართში მხოვრები 40 ოჯახი შეარჩია, რომელთა ნაწილი სოციალურად დაუცველია. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ „გოდერძიზე“ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 2019 წლიდან აჭარის მთავრობა გონიოს ხიდის მშენებლობისა და ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტის განხორციელდებას იწყებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აზიის […]
1232121
0

შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 11 000 000 ლარით განისაზღვრა

შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 11 000 000 ლარით განისაზღვრა, რომელთა ძირითადი ნაწილი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება, ასევე დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამები და ღონისძიებები. შუახევის მერიის ინფორმაციით წელს, პირველად დამტკიცდა გენდერულ საკითხებში “მცირე საგრანტო პროგრამები სოფლად მცხოვრები ქალებისათვის“ მიზნობრივი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 9 000 ლარით განისაზღვრა.
48894838_10156887822494600_1024084030598938624_n-e1545984840111
0

ბათუმის ბულვარში საახალწლო ბაზრობა და ინგრიდის კონცერტი გაიმართება

29-30 დეკემბერს, პირველად ბათუმის ბულვარში გაიმართება წინასაახალწლო-საშობაო ბაზრობა. ბულვარის ცენტრალური ნაწილი ორი დღის მანძილზე დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში საახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ […]
tobliiii-e1545992583381
0

თოვლის საფარმა ნახევრ მეტრს გადააჭარბა – ხულოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ხულოში  თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის ნახევარ მეტრს აღწევს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. შუქი არ მიეწოდება თხილვანის თემში შემავალ ოთხ სოფელს, როგორც “ენერგო პრო ჯორჯია”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაები მიმდინარეობს და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება. რაც შეეხება გზებს, როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, ადმინის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია , ხოლო […]
67
0

54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით,   ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო. ამ დროისთვის მამაკაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიყვანეს ავტომანქანაც. ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.
batumisakrebulo
0

156 მილიონ 761 ათას 600 ლარი – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 156 მილიონ 761 ათას 600 ლარით განისაზღვრა. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 66 მილიონ 623 ათას 900 ლარი, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა და საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაციას, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული […]
10
0

აჭარაში “წლის სპორტსმენის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა. “სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდას. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ […]
xandzri
0

ხულოში, სოფელ წაბლანაში ოთხწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

შაინიძეების ორსართულიან ხის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა,რის შედეგადაც საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის  გამომწვევი მოზეზები ჯერჯერობით უცნობია.
mewyruliprooo
0

ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა

ხულოში სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესები კვლავ გააქტიურდა, როგორც სოფლის რწმუნებული “აიპრესთან” აცხადებს, მეწყრული პროცესების გამო სოფელში ერთ ოჯახთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა, მეწყერმა წაიღო ხიდიც. თუმცა მამუკა ქამაშიძის თქმით აღნიშნული ხიდი უფუნქციო იყო და სოფელს ალტერნატიული გზაც გააჩნია. შეგახსენებთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყერი წლებია ვითარდები, აღნიშნული ფოტომასალა სოფლის მკვიდრმა თეიმურაზ ქამადაძე სოციალურ ქსელში გაავრცელა.
aqtsiabathumshi
0

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები აქციას ბათუმში ამ წუთებში მართავენ. მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ გამსახურდიას შვილებს და მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.  “გამოძიების ხანგრძლივობის ვადა არა თუ უნდა გაგრძელდეს, არამედ საერთოდ უნდა გაუქმდეს. ასევე ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში ღებულობდა მონაწილეობას,”- განაცხადა აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ბლოკიდან “მრგვალი მაგიდა თავისუფალი […]
smoking-1111975_1280-e1519565217388
0

ბათუმში რეიდები მიმდინარეობს – შენობაში მოწევის ფაქტები გახშირდა

ბათუმში, დახურულ სივრცეებში სიგარეტის მოწევის გამო, ბოლო ორ დღეში ოთხი ობიექტი დაჯარიმდა. დამრღვევებს შორის ერთი რესტორანი, ერთი კაფე-ბარი, ორი ტოტალიზატორი და კაზინოა. ათობით ობიექტის მეპატრონე კი ჯერ გააფრთხილეს, რადგან დარღვევის პირველი შემთხვევა იყო თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ბათუმის ”საზანდარში” სტუმრები საერთო დარბაზის განცალკევებულ სივრცეში ეწეოდნენ, რაც კანონით აკრძალულია და ადმინისტრაცია 500 ლარით დაჯარიმდა. იგივე თანხის გადახდა მოუწევს ”ფლამინგოს” ხელმძღვანელებსაც, […]
biujetiachara-750×430
0

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 324 მილიონი ლარით განისაზღვრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 324,044,000 ლარს შეადგენს. 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) 279.3 მილიონი ლარია, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტი  ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმათა უმრავლესობით კენჭისყრის შედეგად რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცეს. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. მათ […]
ოცნების-ქალაქი-1
0

„ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის ბიუჯეტში ისევ ვერ მოხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ოცნების ქალაქის“ საკითხი ასახული არ არის. აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებდა პრიორიტეტების დოკუმენტში აესახა, თუ რას აპირებდა „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში. თუმცა მთავრობამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. “ბათუმელები” დაინტერესდა, თუ რატომ არ გაითავლისწინეს „ოცნების ქალაქის“ საკითხი ბიუჯეტში. “რამდენიმე მიმართულებით განიხილება საკითხის მოგვარება. მათ შორის კერძო […]
axaliweli
0

ახალ წლამდე დარჩა 11 დღე – მერიამ საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორი ვერ შეარჩია

ახალ წლამდე 12 დღე რჩება.  გუშინ შეწყდა ტენდერი, რომელსაც ღონიძიებების ორგანიზატორი უნდა გამოევლინა – ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მერიამ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპის შემდეგ ტენდერი შეწყვიტა. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გუშინვე გამოაცხადა გამარტივებული ტენდერი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მცირე დრო რჩება და ორგანიზატორ კომპანიას მუშაობა ფორსმაჟორში მოუწევს, შესაბამისად, შემცირდა წინა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და […]
batumi
0

აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, საქართველოსტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან  ერთად აფხაზეთის ანაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოსსახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართულიუფრო მაღლა. აღნიშნული წესი დღეს აჭარის ტერიტორიაზე დარღვეულია. სამთავრობო თუ მუნიციპალურ საჯარო დაწესებულებებზე, ასევე კომერციულ ორგანიზაციებთან აღმართული აჭარისა და საქართველოს დროშები ერთი ზომის და ერთ სიმაღლეზეა განთავსებული. საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარის მთავრობის შენობაზე „ბათუმელების“ […]
3444
0

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ბაღის პედაგოგები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

დაპირება საბავშვო ბაღების თანამშრომლებს და პასუხი ბაღების გაერთიანებისგან. რამდენიმე დღის წინ აჭარის ტელევიზიის  ოფიციალურ ვებ-საიტზე  ერთ-ერთი საჯარო ბაღის თანამშრომელმა წერილი მოგვწერა. წერს, რომ იყო დაპირება მეცამეტე ხელფასის მიღებისა და ხელფასების მომატების შესახებ, თუმცა თვითმმართველობიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ ორივეს გარეშე რჩებიან, ისინი იწყებენ ხელწერებისშეგროვებას ბათუმის მერის სახელზე. http://ajaratv.ge
E183A1E18390E18390E18392E18394E1839CE183A2E1839DE18394E18391E18396E18394
0

აჭარაში სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებაში. ეს ინიციატივა აჭარაში სოფლის განვითარების კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესს უწყობს […]
2-5
0

აჭარით ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნ

აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ. მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ ატრაქციებს, სამზარეულოსა და კულტურას გაცნობოდნენ. პრეზენტაციისას საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კოპლატაძემ იმ ტურისტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც პრიორიტეტულია აჭარისათვის. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის […]
სააგენტოებს-1
0

აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

 პროექტის “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მართვის დახვეწა“ შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ. პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 1,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორციელდა. შეიქმნა ეროვნული პარკისა […]
56
0

ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 დეკემბერს, ღამით, ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სოფელ ჭინკაძეებში, თემურ თებიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.  ხანძრის დროს ოჯახის 3 წევრთაგან სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. http://batumelebi.netgazeti.ge
1541598537
0

ხელვაჩაურში პოლიციასთან მაღაზია გატეხეს და რძის საწარმო გაქურდეს

ხელვაჩაურში,  ბოლო ერთ თვეში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კრიმინალური ფაქტების გახშირების გამო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სხვადასხვა სოფელში რამდენიმე დღიანი შუალედით, გაიქურდა საწარმო და ორი მაღაზია. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი, პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს. http://ajaratv.ge  
88
0

ქობულეთში ინტერნეტის კაბელები მიწის ზემოთ გაიყვანეს

ქობულეთში, აღმაშნებელის ქუჩაზე, ინტერნეტის კაბელი მიწის ზემოთ გაჰყავთ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და როცა კაბელების მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემაში განთავსება შეიძლებოდა, კომპანიებისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ. „მიწის ქვემოთ რომ გასულიყო, მაშინ ტროტუარი უნდა გათხრილიყო, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, დროც გაიწელებოდა. თქვენ რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ კაბელები მიწის ზემოდანაა? იქ გადის […]
1541598537
0

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მოტოციკლისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი მოტოციკლის მძღოლი იყო. მამაკაცი ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხიმშიაშვილზე ამ დრომდე შეზღუდული იყო ერთი იმართულებით მოძრაობა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახური მუშაობდა. ცხედარი ექსპერტიზაში გადასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]
aqcia
0

საპროტესტო აქცია-მსვლელობა ბათუმში

კახეთთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში. ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისიდან აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლენ.ისმოდა შეძახილები, იყო პლაკატები წარწერებით ”არა სალომეს”. http://ajaratv.ge
79
0

ბათუმში ტრანსგენდერ ქალს სცემეს, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციამ აჭარაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული […]
tornike
0

თორნიკე რიჟვაძის განცხადება და გამოხმაურებები

დაახლოებით ერთი კვირის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „პირადად იძიებს შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას“.  პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორში, სხვადასხვა შინაარსის გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტებმა ეს განცხადება პოლიტიკოსისთვის მიუღებლად მიიჩნიეს, სამოქალაქო სექტორში კი, წინასაარჩევნოდ დამკვიდრებული   აგრესიული საარჩევნო გარემოს გამოძახილად. პირველადი შეფასებების შემდეგ შემდეგ, საკითხი აქტუალური იყო სხდომაზე, […]
77
0

შსს: ბათუმში მანქანის საბურავები არ მოუპარავთ, ისინი მეპატრონემ მოხსნ

ფეისბუქზე გავრცელდა ბათუმში გადაღებული ფოტო, სადაც მანქანას საბურავები აქვს მოხსნილი. საზოგადოებამ ის მორიგი ქურდობის ფაქტად აღიქვა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქურდობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და  საბურავები მაქანას მესაკუთრემ მოხსნა, პოლიცია კი ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.   http://batumelebi.netgazeti.ge
tornike
0

თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რას გულისხმობდა ”პირად შურისძიებაში”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თონიკე რიჟვაძემ დღეს პირველად გააკეთა განმარტება მის განცხადებაზე, სადაც “ქიქავებს და სხვა ოპონენტებს” პირადი შურისძიებით დაემუქრა და მათგან პოლიტიკური ველის გასუფთავებაზე ისაუბრა. თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი და მისი თანაგუნდელების ბრძოლის იარაღი პოლიტიკურია, რომელიც მოქცეულია კანონის ჩარჩოებში. ”ადამიანისთვის ღირსებაა უმთავრესი და რა თქმა უნდა ჩვენი ბრძოლის მეთოდები ყოველთვის არის პოლიტიკური და კანონმდებლობით გათვალისწინებული. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ […]
baTumiska
0

“აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება” – ბათუმის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხმაური საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. დეპუტატმა გასულ კვირას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ შურისძიებაზე გაკეთებული განცხადება გაიხსენა და კოლეგებს პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა. “რიჟვაძე პირდაპირ დაემუქრა ოპოზიციას შურისძიებით და თვითონ გახდა გარანტი გაწმენდდა ამ ველს. თუ თქვენ ეთანხმებით ამ პათოსს აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება,” – განაცხადა საკრებულოს […]
mewyeri
0

ქედაში, სოფელ აბუქეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქედაში ამ დროისთვის აღარ თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 10 სმ-ია, დაბლობში 3 სმ. უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. მეწყერი განვითარდა აბუქეთის საავტომობილო გზაზე. ქედის მერიის ინფორმაციით ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და მალე დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დენი სოფელ ნამონასტრევს არ მიეწოდება, მერიის ინფორმაციით მობილური ჯგუფი უკვე მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე.
komerciulidii
0

ბათუმის პორტის კომერციული დირექტორი: კარბამიდის ტერმინალის პროექტი გარემოსდაცვით სტანდარტებს დააკმაყოფლებს

პროექტმა განსაკუთრებული ხმაური მას შემდეგ გამოიწვია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა ინფომაცია, რომ პორტში შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები გადამუშავებულიყო. ბათუმის საზღაო ნავსადგურიში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განმარტება პორტის კომერციულმა დირექტორმა გააკეთა. ილია მუკატოვის განცხადებით ინვესტორთან და ხელისიფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უცობია როდის დაიწყება მშნეებლობა. მისივე განმარტებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი იქნება, ხოლო პორტის ტვირთბრუნვა მილიონ […]
09
0

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა. ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. „მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა […]
3444
0

ბათუმის ბაღებში საშობაო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება. სააღმზრდელო პროცესი პარასკევს შეწყდება და 2019 წლის 15 იანვარს განახლდება. ბავშვები და პედაგოგები 18 დღის განმავლობაში დაისვენებენ. გასულ წელს ბაღებში არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყო და 22 იანვარს დასრულდა. მიმდინარე წელს დასვენების დღეები შემცირებულია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. ხულოსა […]
toblii
0

უამინდობის გამო, ხულოში 400-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მაღალმთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე ნეხევარ მეტრს მიაღწია დაბაში კი 2-3 სმ.ია. უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის კუთხით, გადაადგილება კი გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლიბის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი 400-მდე ოჯახი, ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ვახო ბერიძის ინფორმაციით ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ორი ერთეული ტექნიკა მუშაობს რაც შეეხება ელექტრო ენერგიას “ენერგო […]
batumiaqciaa
0

ბათუმში, უცხოელებზე მიწების გასხვისების მორატორიუმის მოხსნას “პატრიოტთა ალიანსის” წევრები აპროტესტებენ

საპროტესტო აქციისთვის სპეციალურად თბილისის პარტიის ლიდერი ემზარ კვიციანიც ჩამოვიდა. როგორც “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ამტკიცებს ამ დრომდე მიწის არცერთი ნაკვეთი არ გაყიდულა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ეს სწორედ მათი აქციების დამსახურებაა. “გვინდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვინც მეხუთე დღეა წვიმაში დგას და აპროტესტებს ქართული მიწის გასხვისებას, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომჩემი ინფორმაციით დღესდღეობით არც ერთი მეტრი მიწა არ […]
biblioteka
0

ხულოში მეათე სასოფლო ბიბლიოთეკა სოფელ ზემო ვაშლოვანში გაიხსნა

ამჯერად ბიბლიოთეკა სოფელ ზემო ვაშლოვანში გაიხსნა. ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის მერიამ კომპიუტერით, ხოლო კულტურის ცენტრმა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წიგნებით დაასაჩუქრეს. ღონისძიების ფარგლებში სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურმა ჯგუფმა „ხომლმა“ მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის […]
48357282_1898054266897954_6090305385695019008_n-1
0

ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპ

დღეს, 12 დეკემბერს, დაახლოებით 17:28 საათზე, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი – მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს გულ-მკერდის ტრამვა, ასევე, სხეულის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
1541598537
0

ორი წლის ბავშვი, რომელსაც მიკროავტობუსი დაეჯახა, გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. http://ajaratv.ge/
msnbfsdngb
0

ბათუმში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევამ გვერდით ბინაში მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა

აბუსერიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარის დროს მშენებარე კორპუსის კედელის ნაწილი ჩამოინგრა და მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. შემთხვევის დროს შენობაში მამა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ესაჭიროება. შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი იმყოფებოდა. ლაშა კომახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანს და შესაბამის […]
48388593_2320553484839248_7780544354346598400_n
0

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ღვინის მეგზური“ პრეზენტაცია გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო. ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები – ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საოჯახო მარნების მეპატრონეები გადიან. ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს […]
xandzri
0

ხანძარი სოფელ გვარაში – დაიწვა სხვენი და სახურავის ნაწილი

ქობულეთში სოფელ გვარაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა სხვენი და სახურავის ნაწილი, ასევე დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. http://ajaratv.ge
სააგენტოების
0

თორნიკე რიჟვაძე გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ახალგაზრდა დიპლომატებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის “გლობალური განათლების მოტივატორების” (Global Education Motivators) ხელმძღვანელს, ვეინ ჯეიკობს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ლიდერის სტატუსით გაეროს მთავარ შტაბ-ბინაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში. “ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ,,გლობალური განათლების მოტივატორები” ახორციელებს და მოტივირებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დონის კონფერენციებში. […]
E183A1E18390E18390E18392E18394E1839CE183A2E1839DE18394E18391E183A1
0

ბათუმში, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აზერბაიჯანის საკონსულოს ორგანიზებით, სახელმწიფოს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და ამ კუთხით ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება. “დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამორჩეულ პოლიტიკოსს ჰეიდარ ალიევს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი ისტორიული […]
48051736_218003995791409_938422295154655232_n-e1544509857281
0

ზემო აჭარაში “ტბელობა” აღინიშნა

ხულოში სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. მოგვიანებით კი, ხულოს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტბელ აბუსერიძის მოღვაწეობა შეაფასა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ღონისძიების მსვლელობისას წმ.ტბელ აბუსელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ასევე სასულიერო პირებსა და საზოგადოებისთვის […]
pjimage-4
0

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ბრიტანელი მილიონერის შვილი გაუჩინარდა

ბრიტანელი მილიონერის დევიდ მილანის შვილი ახალ ზელანდიაში გაუჩინარდა: ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. ამის შესახებ Metro წერს. 22 წლის გრეის მილანი კავშირზე 1 დეკემბრის შემდეგ არ გამოსულა. დევიდ მილანის თქმით, ის ოჯახს მუდმივად ეკონტაქტებოდა. „ის ჩვენ ფოტოებს გვიგზავნიდა და ოჯახის წევრებს ყოველთვის გვიკავშირდებოდა, თუმცა უკვე ერთ კვირა გავიდა, რაც მასთან კონტაქტი არ გვქონია”, – განაცხადა მილიონერმა პრესკონფერენციაზე.  გოგოს გაუჩინარებაზე […]
prezidenti
0

მარგველაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაუუქმოს მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი

გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა პროექტებში მონაწილეობისათვის და ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა: ნინო ქადაგიძე – ჟვანია, – ორგანიზაციის “პირველი ნაბიჯი“ დამფუძნებელი; ნინო ცინცაძე, – ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის “პორტიჯი” დამფუძნებელი; […]
47486296_2032736996783372_8405967269967953920_n
0

იმ ღამეს 400 კომლიან სოფელში არავინ მისცა თავს უფლება, ხმაურით შეგებებოდა ახალ წელს

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის წინა დღეები იდგა, ჩავაბარე სემესტრის გამოცდები და სოფელში წავედი. ყველა სახლში, ჟრიამული და სამზადისი დამხვდა, ყველა ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა. კალანდამდე ორი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ახალგაზრდა ბიძა, ნიკო შევარდნაძე, მეხის გავარდნა იყო ეს ჩვენთვის ყველასთვის, შევიცხადეთ და მგლოვიარე შეიქნა ბევრი, ბევრი.. დაიფსო ოჯახი.. ეს იყო პირველი შემთხვევა […]
2-10
0

ბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვეს

ბათუმში „მაგნოლია 2018“-ის ყოველწლიური ცერემონიის ფარგლებში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დააჯილდოვეს. ცერემონიაში მონაწილეობა 27 ნომინანტმა მიიღო, მათ შორის გამოვლინდა 9 გამარჯვებული. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, კაფე-რესტორნები, ღვინის მარნები, საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები, გიდები. ცერემონია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. […]
0

ქობულეთის ოლქში 4 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 3 კი არ განიხილეს

4 საჩივარი არ დაკმაყოფილდა 3 კი საერთოდ არ განუხილავთ ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოთხივე საჩივარი „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით სამაგიდო სიებში გადასატანი ყუთის ამომრჩევლები მითითებული არ იყო. განუხილველი საჩივრები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი მოქალაქეების შეყვანას, უბნის თავმჯდომარეებისგან კომისიის წევრებზე ზეწოლასა და მათთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების თვითნებურად შეცვლას ეხებოდა. […]