xandzarii
0

ჩაქვში ბუჩქნარი იწვის – ადგილზე ხუთი სახანძრო მუშაობს

ჩაქვში ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.  ხანძარი მინდორში შუადღეს  გაჩნდა. მაშველების განცხადებით, ცეცხლის გავრცელების პერიმეტრი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
patrulibatumi
0

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე  სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანიდან უცნობმა პირმა  ჰაერში იარაღი ორჯერ  გაისროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს–მ  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო,რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. უწყების  ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ იარაღი ცეცხლსასროლი აღმოჩნდა, მამაკაცს დააკავებენ. ადგილზე ამ წუთებში, ექსპერტ–კრიმინალიტები მუშაობენ.
ganawileba
0

ბათუმის ავტოსადგურში გარემოვაჭრეების მიერ სავაჭრო დახლების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა – დაკავებულია ერთი პირი

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები დღეს ბათუმის ავტოსადგურში, სავაჭრო დახლების გადანაწილების მიზნით მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.  შეკრებილების განმარტებით, მათ ავტოსადგურის დირექციამ განუცხადა, რომ 170 ჯიხურის მხოლოდ სადგურის გარე პერიმეტრზე ვერ მოხერხდება და ნაწილს შენობის შიგნით დადგმულ დახლებზე მოუწევს ვაჭრობა, რასაც გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. კონფლიქტის დროს დაზიანდა რამდენიმე სავაჭრო დახლი, სამრთალდამცავებზე წინააღმდეგობის გაწევის გამო კი ერთი მოქალაქე […]
inturistiii
0

ბათუმში, კაზინო “ინტურისტის” ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

კაზინო “ინტურისტის” ყოფილი თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. იანვრის დასაწყისში კაზინო მოულოდნელად დაიხურა. მეპატრონემ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, დარჩენილი თანხა მიითვისა და ქვეყანა დატოვა. შედეგად უმუშევარი და ანაზღაურების გარეშე 200-მდე თანამშრომელი დარჩა.  “თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, ერთი თვეა ვითხოვთ დავალიანების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ, კაზინოს მეპატრონე გაიქცა, შენობა ეკუთვნის კომპანია მეტრო ატლას ჯორჯიას, ჩვენი ინფორმაციით კაზინოში […]
garemobachreebidro
0

ბათუმელი გარემოვაჭრეები: “ივანიშვილმა რომ გვთხოვა, ერთი წელი მადროვეთო, ჩვენთვისაც მოეცათ ერთი წელი”

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრები დღესაც მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი მერიისგან მათი კუთვნილი ნივთების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ორი დღის წინ, წერეთლის ქუჩიდან მერიის თანამშრომლებმა ამოიღო და დაასაწყობა. გარემოვაჭრეების მოთხოვნა უცვლელია, შეკრებილები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, როდის შეძლებენ სამუშაო ადგილის დაბრუნებას. “დღეს არის ჩვენი აქციის მეორე დღე, ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გვთხოვა ერთი წელი მადროვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, […]
rijvadze
0

“ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება მოიპოვა”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ათუმში გამართულ გიდების მსოფლიო კონგრესს დაესწრო, რომელშიც 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებენ მონაწილეობას.  თორნიკე რიჟვაძვაძემ მსოფლიო გიდებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც. „ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება მოიპოვა. გლობალურმა კომპანიამ […]
dagvrchaaa
0

“სამართალი სახლში დაგრჩათ?” – ბათუმში მე–12 კლასის მოსწავლეები აქციას მართავენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე  მე–12 კლასის მოსწავლები შეიკრიბნენ და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.  აქცის მონაწილეები 2019 წლის  საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვენ.  “ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, […]
IMG_3316
0

60-მდე ქვეყნის გიდი 5 კონტინენტიდან – აჭარა გიდების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლებს მასპინძლობს

აჭარაში გიდების ასოციაციების მსოფლიო კონგრესის მონაწილეები იმყოფებიან. კონგრესში მსოფლიოს 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებენ მონაწილეობას. კონგრესის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მან აჭარაში ტურიზმის განვითარების, რეგიონის პოპულარიზაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც. „ჩვენმა […]
maqsimii
0

ბათუმში კომპანია “მაქსიმის” 200-მდე დაქირავებული მძღოლი გაიფიცა

კერძო სექტორში დასაქმებულები კომპანიის მხრიდან საკომოსიო განაკვეთის ზრდას აპროტესტებს. მძღოლების განმარტებით, თითოეულ გამოძახებაზე კომპანია 20 თეთრით მეტს დაუქვითავს, რის გაოც მძღოლების შემოსავალი ავტომატურად მცირდება. ისინი პროტესტის ნიშნად მუშაობის შეჩერებას მანამ გეგმავენ, სანამ კომპანია ძველი ტარიფით არ განაგრძობს მათთან თანამშრომლობას. “გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ხალხი, 20 თეთრი მოუმატეს ყველა გამოძახებას და ჩევნ აღარაფერი გვჩება. ეს 20 თეთრი […]
dakavebajkjk
0

ბათუმში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

დაკავებული სამართალდამცავებმა სამმართველოში გადაიყვანეს. შუახნის ქალს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მუხლებით აქვს წაყენებული.  გარემოვაჭრეები ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ იმყოფებიან, როგორც შეკრებილები აცხადებენ, არ დაიშლებიან სანამ მერია წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის უფლებას არ მისცემს.
garemovachreebiaakcia
0

წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ

აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ სამართალდამცავებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცუდად გახდა, მას ადგილზე სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.  გარემოვაჭრეები ბათუმის მერიასთან დილიდან არიან შეკრებილები, მათი ნაწილი ბათუმის მერს ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მერიასთან შეთანხმება ვერ შედგა. ისინი წერეთლის ქუჩაზე სამუშაოდ […]
50713974_2189984224395208_8310488519185268736_o
0

ბათუმში, წერეთლის ქუჩა უკანონო გარევაჭრობისგან გათავისფულდა

გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე საქმიანობა. ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ არაერთი თანმიმდევრული ღონისძიებაგანახორციელა და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზა. უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) […]
24
0

“თურქი მესაზღვრეები სპეციალური გაზით შეიარაღებული დაესხნენ თავს ქართველ მესაზღვრეებს” – რა ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქმომხმარებელი?

27 იანვარს   სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტთად  დაკავშირებით სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი ინფორმაციას ავრცელებს: “გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტზე სადაც დაპირისპირება მოხდა თურქ მესაზღვრეებსა და ქართველ მესაზღვრეებს შორის. მიზეზი ამ დაპირისპირების ყოფილა ქართველი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დეპორტი ჰქონია თურქეთის სახელმწიფოსგან და ის ცდილობდა გადაპარვას რადროსაც თურქმა მესაზღვრეებმა ეს შეამჩნიეს გამოეკიდნენ ქართველ ბიჭს, ქართველმა შეძლო ნეიტრალურ […]
batumisasa
0

არჩევნების დღეს ჩაქვში მამია ცეცხლაძის მკვლელობის მოტივი პირადი ანგარიშსწროება სახელდება

მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და სავარაუდოდ დამნაშავე პატიმრობაში დატოვა. დაკავების დროს მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა თანასოფლელის მკვლელობა აღიარა. დღეს სასამართლო პროცსს საკუთარი სურბილით არ დასწრებია თავად ბრალდებული. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ახლობლებმა განაცხადეს, რომ მკვლელობის მოტივი პირადი ანგარიშსწორება იყო და არა პოლიტიკური. მამია ცეცხლაძე არჩევნების მეორე ტურის დღეს თანასოფლელმა საარჩევნო […]
50645557_639438589805140_2624953010517704704_n
0

ბათუმში, საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია.   ინფორმაციას აჭარის  ტელევიზია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 იანვარს დილით მოხდა. ბავშვი  ამ დროისთვის თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, თუმცა მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ გოგონას ხსნარი არ გადაუყლაპია. ” გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით, ბაღებში გაძლიერებულია სადეზინფექციო ღონისძიებები. შაბათ-კვირას დეზინფექცია ჩატარებული იყო, თუმცა ძიძამ დამატებით, დილით ადრე […]
gripi
0

ბათუმში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემიოლოგები საჭირო გამოკვლევებს ჩაატარებენ და სწორედ გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
witela-2
0

აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის წითელას ვირუსის რვა საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა. რისკ ჯგუფს 20 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები წარმოადგენენ. ჯანდაცვის ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებსა და ქალაქში მოქალაქეებს მოუწოდებენ გაიკეთონ აცრა, ვაქცინაცია კი უფასოა. წითელას აცრა, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ამ ეტაპზე აჭარაში წითელას საწინააღმდეგო აცრა 376 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. ვირუსის გავრცელების პიკი აჭარაში გასულ წელს […]
46089491_203202577239050_8153162402548940800_n
0

მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი მაღაზიაში შევარდა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. როგორც ერთ–ერთმა თვითმხილველმა adjararm.ge–ს განუცხადა, მანქანა ჯერ  ქალს  დაეჯახა, შემდეგ კი სასურსათო მაღაზიაში შევარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტი მდგომარეობა  ამდროისთვის სტაბილურია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
51041689_644832055933226_4267919481755402240_n
0

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “დონალდ კუკი” საქართველოშია

სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურში დღეს დილით შემოვიდა. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში.  ხომალდის ეკიპაჟს ბათუმის პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყო აჭარის მთავრობამ. როგორც შეხვედრის შემდეგ მხარერბმა განაცხადეს ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და […]
მედ=პერსონალი
0

ბათუმის დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრის მედ-პერსონალი – მხიარული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელს იპყრობს

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებელმა ქეთევან გელაშვილმა, 30 ნოემბერს ატვირთა.   ბათუმის დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრის მხირული მედ-პერსონალი Gepostet von Ketevan Gelashvili am Freitag, 30. November 2018
dakavebaa
0

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.  ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ე.კ.-მ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 […]
aqcia batumi
0

ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობის საპროტესტო აქციამ აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლა

აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის მიმდებარედ კარავს შლიან და ამბობენ, რომ მანამდე დარჩებიან საპროტესტო რეჟიმში, სანამ ტერმინალის მშენებლობა არ შეჩერდება. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქიმიური ნივთიერება “კარაბამიდი”, რომელიც ტერმინალმა უნდა გადაამუშაოს, სიცოცხლისთვის საშიშია.     ისინი 14:00 საათზე, საპროტესტო აქციის ფარგლებში, ჯერ ბათუმის პორტთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობით, ბანერებითა და აირწინაღებით აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გადაინაცვლეს.
ბატუმი– აქცია1
0

“ნუ დანაღმავ ბათუმს, არა ქიმიურ ტერმინალს” – ბათუმის პორტში აქცია მიმდინარეობს

მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.  მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ კარაბამიდი, რომელიც ტერმინალმა უნდა გადაამუშაოს, ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათოა. ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.           “ტერმინალი ქალაქს ემუქრება გაქრობით, ამას ვერ დავუშვებთ და ბრძოლას არა მარტო დღეს,არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ”- განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, ალეკო […]
555
0

The New York Times-მა ბათუმი 2019 წელს მსოფლიოში მოსანახულებელ 52 ადგილს შორის დაასახელა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ბათუმი იმ 52 ადგილს შორის დაასახელა, რომელიც 2019 წელს უნდა მოინახულონ.  “საქართველოს მომხიბლავი დედაქალაქი, გასული ათწლეულის განმავლობაში ტურისტებით გაივსო. მაგრამ ბათუმი ზღვისპირა ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე მთაგორიანი ფერდობებით, რაც განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. რუსებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისა და ებრაელებისთვის უკვე პოპულარული თავშესაქცევი ქალაქი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ მისი გარდაუვალი აღმოჩენისთვის […]
qaribatumshi
0

ძლიერი ქარის დროს ბათუმში ორი მამაკაცი დაშავდა

ხახულის მეორე ჩიხში მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წელის დაზიანებით ერთი მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე მამაკაცს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. 52 წლი მამაკაცს ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს დაზიანებული აქვს მალები. ძლიერი ქარის გამო, ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა, წაიქცა 3 […]
881
0

ბათუმში კვლავ ძლიერი ქარია – მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

ხალვაშის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მცენარე ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ტაბიძისა და ვაჟაფ-შაველას ქუჩებზე ქარმა საცხოვრებლ სახლებს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. პრობლემებია მშენებარე კორპუსის მიმდებარეთაც, როგორც სამაშვლოში განმარტავენ, შენობებიდან სამშენებლო მასალები ცვივა. სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუარესებას პროგნოზორებენ. მოსალოდნელია 5 ბალამდე შტორმი.  
20171127132358164
0

ხანძარი ხულოში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხულოში, სოფელ ქედლებში ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ხუთი სული ცხოვრობდა,  ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ, ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც adjararm.ge–ს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ვაჟა თავართქილაძემ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფელება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება და მათ ქირით უზრუნვველყოფს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი […]
portiii
0

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა დაიწყება

ხელშეკრულება კოპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის დღეს გაფორმდა. ტერმინალის მშენებლობა პრეზენტაციის პარალელურად ქართული მარშის” წევრმა ვატო მებურიშვილმა გააპროტესტა. ერთკაციანი აქციის მთავარი მესიჯი ტურისტულ ქალქში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ტერმინალის მშენებლობის გაუქმებაა. მებურიშვილმა მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა და ფართომაშტაბიანი აქციაც დაანონსა. პროტესტს გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. გიორგი ქობულიას თქმით, კარბამიდის გადასატვირთი […]
tamiflu
0

“ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო – სად შეიძლება პრეპარატის მიღება?

პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის  სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს  რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში: ქ. ბათუმი აფთიაქი „ფარმადეპო“ მის: ინასარიძის ქ. N14 აფთიაქი „ჯი-პი-სი“ მის: გორგილაძის ქ. N66 აფთიაქი „პე-ეს-პე“ მის: ჭავჭავაძის ქ. N 46 ქ. ქობულეთი აფთიაქი „პე-ეს-პე“ მის: აღმაშენებლის ქ.N […]
tamiflu
0

პრემიერის გადაწყვეტილებით, ხვალიდან “ტამიფლუ” უფასოდ იქნება

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატს რისკ ჯგუფებზე, როგორიც არიან ორსულები, ასაკოვნები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები, ქრონიკული დაავადების მქონეები, ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ამ მედიკამენტების შეძენა გარკვეულ ფინანსურ ან რაიმე სახის […]
gripi
0

აჭარაში H1N1 ვირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი

აჭარაში H1N1 ვირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი. მე-5 შემთხვევა დღეს, კლინიკა “მედ-ცენტრში” დაფიქსირდა. 60 წლამდე მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.  როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. “მამაკაცს დამატებითი ქრონიკული დაავადებები არ აღმოაჩნდა, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა”,-აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ამბულატორიული მიმართვიანობის სტატისტიკა ამ დროისთვის შემცირებულია რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს 20 პაციენტია მოთავსებული.
uyytu
0

ბათუმში შობის მახარობლები გალობით ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს შობას ულოცავენ

შობა ბათუმში ტრადიციულად ქუჩებში ალილოს მსვლელობით დაიწყო. შობის მახარობლები გალობით ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს შობას ულოცავენ და ტკბილეულს აგროვებენ. მსვლელობა ღვთისშობლის შობის ტაძრიდან დაწყო და ტრადიციულად იუნკერების საფლავთან დასრულდა. საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ალილოზე შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული კი მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.
fot
0

ბათუმში სახურავის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ძლიერი ქარის დროს სახურავის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.  შემთხვევის დროს მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი მაშველებთან ერთად საცხოვრებელი სახლებიდან გადმოყრილი სახურავების ქუჩიდან გაწმენდას ცდილობდა, რა დროსაც ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი თუნუქის ფირფიტა დაეცა. მამაკაცი ქალა-ტვინის დახურული ტრავმითა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობით გუშინ სასწრაფი დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანა. […]
batumissaavadmyofo
0

ბათუმში, სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებული მართვით სუნთქვაზეა

ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 38Shares  38 ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მეორეს ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკას მიმართა აჭარის ტელევიზიის ოპერატორმაც, რომელმაც ადგილზე მუშაობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო. “შემთხვევის ადგილიდან ორი მოქალაქე იქნა გადაყვანილი ორ სხვადასხვა კლინიკაში. 53 წლის მამაკაცი, რომელსაც პირველადი კვლევები ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მეორე პაციენტი, […]
gripi
0

აჭარაში “ღორის გრიპით” ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში სეზონური გრიპის ვირუსით 132 ადამიანი მკურნალობს. ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანი გარდაცვალა.  როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები არასამუშაო დღესაც იმუშავებენ და მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველადი ნიშნების გამოვლენისთანავე დაწესებულებებს მიმართონ. “საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მომარაგებულია “ტამიფლუთი”. უმწეოები და ორსულები მიიღებენ დოზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე მიუხედავად იმისა, რომ გამოსასვლელი დღეებია […]
11rtsts (1)
0

ბათუმში სახურავის კონსტრუქციის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი-ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გაყვანილი

ბათუმში სახურავის კონსტრუქციის დაცემის შედეგად დაშავებული ერთი-ერთი მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გაყვანილი. პაციენტი მერიის თანამშრომელია და ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში თავის ტრამვით გადაიყვანა.  მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევის დროს დაშავებული მეორე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი გულმკერდის ტრამვით რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევის დროს ასევე მსუბუქად […]
evrooo
0

ბათუმში ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

 ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში  მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს. ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით […]
saswrafo
0

აჭარაში H1N1 ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გარდაცვლილებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, გაზრდილია გამოძახებები სასწრაფო დახმარების ცენტრში. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებები 400-მდე გაიზარდა. ჰოსპიტალურ მკურნალობას კი ამ დროისთვის 130 ზე მეტი ადამიანი გადის, პაციენტთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. რეანიმაციულ განყოფილებაში 18 ადამიანია მოთავსებული. აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის […]
bavshvebibatumi
0

ბათუმის სამედიცინო ცენტრი 2019 წელს 18 ახალშობილით შეხვდა

ბათუმის სამედიცინო ცენტრი 2019 წელს 18 ახალშობილით შეხვდა, აქედან 9 2019 წლის 1 იანვარს დაიბადა.  კლინიკაში დაბადებული ახალშობილების პირველი სტუმარი – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გახლდათ, რომელმაც მიულოცა ახალშობილის დედებს ეს სასიხარულო ამბავი. კლინიკა ახალშობილების ფოტოს აქვეყნებს.
fire-1
0

ახალი წლის ღამეს, ბათუმში პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა

მათ შორის 4 ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვისხესთან, ქალაქის მთავარი ფოიერვერკის გაშვების დროს. პიროტექნიკის სადგამი რომელიც მთავარი ნაძვისხის მიმდებარედ, მედეას ძეგლთან იყო, ზუსტად 12 საათზე ფოერვერკების გაშვების პროცესში გადაბრუნდა და აფეთქება მიწაზე დაიწყო. 24Shares  24 შემთხვევის დროს 2 უცხოელი დაშავდა. არცერთი მათგანის სიცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე დაშავებული სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფი […]
piroteqnikaa
0

ბათუმის საავადმყოფოებში პიროტექნიკის შედეგად დაშავებული 6 პირი გადაიყვანეს

არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ სხეულის სხვადასხვა არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.  საავადმყოფოში სულ 6 პაციენტია მოთავსებული 00:05-დან 00:15 წუთის შუალედში, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბათუმის სასწრაფო დახმარების უფროსის მოადგილის ინფორმაციით, პიროტექნიკით დაზიანების შედეგად, ბრიგადამ 6 დაშავებული გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში აცხადებს, […]
foierverkibatumi
0

საახალწლო ფოიერვერკების გაშვების დროს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დაშავდა – ინციდენტი ბათუმში

ბათუმში, საახალწლო ფოიერვერკების გაშვების დროს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დაშავდა.  ინფორმაციას ადასტურებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. ფოერვერკების გასაშვები სცენაზე, ევროპის მოედანზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ იყო განთავსებული. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სავარაუდოდ, გალა კონცერტზე იყვნენ გამოსულები, რა ვითარებაში დაშავდნენ ისინი, დეტალებს რამდენიმე წუთში შეგატყობინებთ.