46089491_203202577239050_8153162402548940800_n
0

მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი ისხდა, კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა – ავტოსაგზაო შემთხვევა შუახევში

ავტოსაგაზო შემთხვევა მოხდა შუახევში. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც   სამი ადამიანი ისხდა, კედელეს შეეჯახა და ამტოტრიადა. მგზავრებმა  მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
21
0

ბათუმში საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა იუნერების თავდადებასა და მათი გმირული ბრძოლის შესახებ. “25 თებერვალი არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს რომელიც ემსხვერპლა რეჟიმს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ , ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული. ოკუპაცია არის […]
შუახევი
0

შუახევში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

შუახევში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, რათა მათ  მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და იყვნენ აქტიურად ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში. ასევე  წარმოადგინონ თავიანთი ხედვა და პროექტები მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების გასანვითარებლად და დააყენონ დღის წესრიგში მათთვის აქტუალური საკითხები.  ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველებმა არაუგვიანეს 20 თებერვლისა, უნდა შეავსოს და გამოაგზავნოს […]
51973111_354847032026299_5923813628460400640_n
0

ბათუმში, 84 წლის ქალი მძარცველებმა ჯერ წებოვანი ლენტით დააბეს და შემდეგ დააყაჩაღეს

დაყაჩაღებულის მეზობლების ინფორმაციით, მძარცველები სახლში მოტყუებით შევიდნენ. ხუტა ბელქანიას ხელები წებოვანი ლენტით შეუკრეს და შემდეგ მისი კუთვნილი ოქრო წაიღეს. როგორ დაზარალებული განმარტავს, მძარცველებმა თავი გაზის კომპანიის წარმომადგენლებად წარუდგინეს. მოგვიანებით 84 წლის ქალმა შველა მეზობლებს სთხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 178 მუხლით დაიეწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. ქალბატონი აფხაზეთიდანაა დევნილი და ის ერთერთ სოციალურ სახლში მარტო […]
batumibatumi
0

ისრაელში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა

ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. 2018 წელს, ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებ-გვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვმდომა და ძებნა ჰქონდა.  სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გადასცეს. პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ […]
46089491_203202577239050_8153162402548940800_n
0

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – მდინარე აჭარისწყალში ავტომანქანა გადავარდა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა ქედაში, სოფელ ცხემნასთან  მომხდარი ავტოავარიის შედეგად.​ არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. დაშავებულები  ამდროისთვის სხვადასხვა კლინიკებში  არიან გადაყვანილები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. […]
alternatiuli-2
0

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატები “ალტერნატიული მთავრობაზე”: ჩანასახშივე წარუმატებელია ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი “ალტერნატიული მთავრობის” ინიციატივას ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელ პოლიტიკურ სცენარს უწოდებს. ცოტნე ანანიძემ “აიპრესთან” კომენტირებისას განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებას “მორიგ პოლიტიკურ აქტივიბას უწოდებს” და ინიციატივას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს: “2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გავიხსენოთ, როცა მიშა აანონსებდა სარფიდან საქართველოში შემოსვლას-2019 წელია არდა ვერ შემოსულა. ცდილობს იყოს აქტიური ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად ცდილობს რაიმე […]
cotneee
0

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის “ალტერნატიულ მთავრობაზე”: ჩანასახშივე წარუმატებელია ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი “ალტერნატიული მთავრობის” ინიციატივას ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელ პოლიტიკურ სცენარს უწოდებს. ცოტნე ანანიძემ “აიპრესთან” კომენტირებისას განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებას “მორიგ პოლიტიკურ აქტივიბას უწოდებს” და ინიციატივას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს: “2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გავიხსენოთ, როცა მიშა აანონსებდა სარფიდან საქართველოში შემოსვლას-2019 წელია არდა ვერ შემოსულა. ცდილობს იყოს აქტიური ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად ცდილობს რაიმე […]
images (3)
0

შსს–მ ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 9 აბი […]
saagentoebisTvis
0

ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გახსნა.  აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკონტეინერო ტერმინალის და ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ისტორიულ […]
gamchirvaloba
0

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ” აჭარაში თანამდებობის პირთა დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი გამოავლინა

მთავრობის თანამდებობის პირთა და უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. არასამთავრობო ორგანიზაციამ მეორე ეტპზე თანამდებობის პირთა 30-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოვლინდა.  საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია […]
gantavsebaachara
0

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნა

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნა. საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა; ნავსადგურის საავტომობილო მოძრაობისათვის დაბრკოლებების შექმნის თავიდან აცილებას ხელი შეუწყო საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა.ამით საკონტეინერო ტერმინალს საშუალება მიეცა გაეკეთებინა 280მ სიგრძის […]
xandzaribatumi
0

ბათუმში ხანძრის შედეგად 4 საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის კერა 15 ნომერ იტალიური დასახლების ტიპის კერძო სახლში გაჩნდა, სადაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამაკაცი ცხოვრობდა. მოგვიანებით კი ცეცხლი გვერდით მდგომ საცხოვრებლებს სახურავიდან გადაედო. ჰქონდა თუ არა ხანძრის გაჩენის დროს ადგილი დაუდევრობას, ამას გამოძიება დაადგენს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებდოა ბათუმის მერიც. ლაშა კობახიძის განცხადებით, მოხდება ზარალის დათვლა და კომპენსაციის საკითხს […]
miqiashvili
0

დავით მიქიაშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმღვანელად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით მიქიაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.  უწყების ცნობით, მიქიაშვილი ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. იგი აღნიშნულ თანამდებიბაზე თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტის დატოვების შემდეგ დაინიშნა. აჭარის საპატრულო პოლიციას მიმდინარე წლის იანვრამდე მიხეილ დილემაშვილი ხელმძღვანელობდა. იგი ხუთი დღის წინ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. აღნიშნული პოსტი ცოტა ხნის […]
gantavsebaachara
0

2018 წელს აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა

2018 წელს, აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1,931, 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს (1 683 077 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი აჭარაში).  საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. საერთაშორისო ვიზიტორების […]