batumisreferaluri
0

“ჩვენ არ გავჩერდებით სანამ სამართალი არ იზეიმებს” – მორიგი აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

29 წლის გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგ აქციას მართავენ. “შემდეგი შეიძლება იყო შენ”-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ისინი კლინიკის ეზოში და გარდაცვალების მიზეზების დროული გამოძიება მოითხოვეს. “ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპერტიზის შედეგები, დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე”,- ამბობს გარდაცვლილის […]
POLICEEEEE
0

ქობულეთში პოლიციელებზე ფიზიკური შეურაცყოფისთვის ძებნლი მეორე პირი დააკავეს

ორი დღის წინ პოლიციელზე ფიზიკური შეურაცყოფისთვის ბრალდებით ძებნილი მეორე პირი დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. 21 წლის გიორგი ანთაძე ბათუმში ერთერთი საადვოკატო ფირმის ოფისში აიყვანეს, რასაც ახლობლების პროტესტი მოჰყვა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით მამაკაცი თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას და ჩვენების მიცემას: “გიორგი ანთაძე დღეს გამოცხადდა ჩემთან ოფისში, იმისთვის, რათა ჩაბარებულიყო, მე დავურეკე პოლიციის სამმართველოს, ვაცნობე, მაგრამ პოლიციამ […]
aqciabatumua (1)
0

ბათუმში გარდაცვლილ 29 წლის გოგოს ხვალ, რეფერალურ საავადმყოფოსთან პროტესტის ნიშნად დაასვენებენ

ამის შესახებ  გარადცავლილი ახალგაზრდის მელანო ფუტკარაძის ახლობელი  სოციალურ ქსელში წერს. „დღეს პირდაპირი ვერ ჩავრთე აქციის ბოლომდე სამწუხაროდ, მაგრამ ტელევიზოებმა გააშუქეს, ყველაფერი არც ისე კარგად დასრულდა, იყო შეხლა-შემოხლა ხალხსა და პოლიციას შორის. ყველა ცოცხლები ვართ, არავინ არ დაშავებულა… მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის ყველას, ფიზიკურადაც და ლაივებში ვინც გვიყურებდა იმათაც… მადლობა ხალხო, ბოლო ყოფილიყოს ეს საშინელი ამბავი […]
აქია9
0

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ, რომელსაც ორი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეიჩერა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია  “პირველ არხს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დაუდასტურა. გარდაცვლილის ახლობლებმა, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ ბათუმის შესასვლელი, ინფორმაციის მიღების შემდეგ აქცია შეწყვიტეს. სამართალდამცველებმა მანამდე გზა გაათავისუფლეს, რასაც ფიზიკური […]
1553363083-აქცია-ბათუმი
0

ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებსა და რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩიდან წრიულ მოძრაობასთან გადაინაცვლეს და რამდენიმე ქუჩა ერთდროულად, ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს. რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეები ექიმ, ეკა ფუტკარაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც მივიდა. კოტე ანანიაშვილი მათ დაპირდა, რომ გამოძიება დაწყებულია და უმოკლეს ვადაში გამოიკვეთება, იყო თუ არა […]
aqciabatumua
0

ბათუმში გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა რეფერალურ საავადმყოფოსთან პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

მელანო ფუტკარაძის ახლობლები რეფერალური საავადმყოფოს მედიკოსებს პაციენტის არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ და მათ დასჯას თხოვენ. საავადმყოფოს წარმომადგენლობი  აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მოლაპარაკებების მიზნით რამდენიმე მათგანი  საავადმყოფოში შეიყვანეს. ა ქციის მონაწილეები ამ დრომდე საავადმყოფოსთან რჩებიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან. შეგახსენებთ, 29 წლის მელანო ფუტკარაძე ორი დღის წინ, მწვავე აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ “მედ-ცენტრში” გარდაიცვალა. მანამდე გოგონა რეფერალურ კლინიკაში […]
aqcia
0

ბათუმში გარდაცვილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართეს

2 დღის წინ ბათუმში გარდაცვილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ შეუჩერდეს ლიცენზია იმ ექიმს, რომელსაც ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და აქციაების გაგრძელებას აანონსებენ. rustavi2 
xanzaria
0

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ბარაკული ტიპის სახლი იწვის

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ბარაკული ტიპის სახლი იწვის. პირველადი ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს.  სხვა დეტალები  ჯერჯერობით უცნობია.
safe_image (1)
0

“როგორ ვთქვა, ბრმანაწლავით შვილი დამეღუპა, ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ გამოიჩინეს“ – 29 წლის გოგოს დედა შვილის გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებს

29 წლის მელანო ფუტკარაძის დედა შვილის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს. გოგონა კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. დედის მტკიცებით, მედიკოსებმა ის თავდაპირველად კონსულტაციაზე გინეკოლოგთან გაუშვეს, შემდეგ კი ექოსკოპიური კვლევა სამჯერ ჩაუტარეს და ტკივილის მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს. 3-დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტის სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს და ცხელი აბაზანების მიღება […]
c7bad1c22a8d593aa223e765707dc6c4_thumb
0

რას შეეწირა 28 წლის გოგოს სიცოცხლე? – ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. პაციენტი ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა ის სახლში გაწერეს, რის შემდეგაც პერიტონიტი განვითარდა. მდგომარეობის დამძიმებისთანავე მელანო ფუტკარაძე კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა. რეფერალურ საავადმყოფოში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი ვერ მივიღეთ. ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების შემდეგ მელანო ფუტკარაძეს ივლისში ქორწილი […]
safe_image
0

შვეიცარიელმა რეპორტიორმა ქედაში უპატრონო ძაღლები შეიფარა

რუთ ვილი რეპორტიორია, ამბობს, რომ მოგზაურობა შარშან გადაწყვიტა და არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. აჭარაში ძაღლთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ბულგარეთიდან წამოიყვანა. ერთს 5 ქედაში შეემატა. უვლის, წვრთნის, ათამაშებს და მათთან ერთად ცხოვრობს. ადამიანის მეგობრებთან ერთად გატარებული შვეიცარიელი ქალის დღეები ქედაში.  იხილეთ სიუჟეტი წყარო:ajaratv
pjimage-11
0

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩია

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა. ინფორმაციას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს Facebook გვერდზე ვკითხულობთ. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს. მისი ფინალისტები ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. Global Teacher Prize 2019-ზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 24 მარტს გამოვლინდება. დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე […]
putkkk
0

ჯაბა ფუტკარაძე: რამდენიმე დღეში გამოვლინდება, რომელი კომპანია ააშენებს ქობულეთში ნაგავსაყრელს

აჭარის მთავრობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-სთან ერთად რამდენიმე დღეში საბოლოოდ გადაწყვეტს, რომელი კომპანია ააშემნებს ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ბათუმის ნაგავსაყრელს. ამ დროისთვის საკონკურსო მოთხოვნებს მხოლოდ ორი კომპანია – პოლონური და თურქული აკმაყოფილებს. არჩევანიც სწორედ მათ შორის მოხდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით მშენებლობისთვის 4 მილიონ ევროს არასამთავრობო ორგანიზაცია გრანტის […]
catamrjeni
0

ბათუმში, ე.წ. “ლუჟკოვისა” და “მაგნოლიას” დაუსრულებელი საცხოვრებლების ნაცვლად ცათამბჯენების აგება იგეგმება

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად სამი 45 და 50 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. “ალიანს სიტი” პროექტის განსახორციელებლად მერიისგან ითხოვს საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას საზოგადოებრივი საქმიანი ზონით, გარდა ამისა მას ამ მასშტაბის ნაგებობებისთვის სჭირდება k 2 კოეფიციენტის გაზტდა 4-დან თხუთმეტამდე. სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მატებას კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მათი განმარტებით k 2 კოეფიციენტის […]
nagavsayreli
0

სოციალურ ქსელში ბათუმის ნაგავსაყრელზე დახოცილი ძაღლების კადრები ვრცელდება

მოკლეს თუ ევთანაზია ჩაუტარეს ცხოველებს ნაგავსაყრელზე მიტანამდე ამ დროისთვის უცნობია. დახოცილი ძაღლების თაობაზე, შესაძლებელია, გამოძიებაც დაიწყოს, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. უპატრონო ცხოველების უსაფრთხოებასა და ვაქცინაციაზე კომპანია “სევერი” ზრუნავს. მისი ხელმძღვანელი ჯემალ გოგიტიძე ადასტურებს, რომ ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ბუნკერებში მართლაც იმარხებიან ცხოველები, მაგრამ არა დახოცილი, არამედ დაღუპული. მისი თქმით ცხოველების მოკვლა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება, როცა […]
aqciabulvaru
0

ელექტრომობილებისა და კვადროციკლებით აქცია მსვლელობა ბათუმში

გასართობი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები ბათუმის ბულვარში პირველი მაისიდან ელექტრომობილებით მოძრაობის აკრძალვის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეზღუდვების წინააღმდეგ არ არიან, თუმცა მოქმედი 1500 ელექტრომობილიდან 300-ს მათი განმარტებით უნდა მიეცეს ბულვარში მოძრაობის უფლება, რადგან 250-მდე პირი, რომელიც ბულვარში კვადროციკლებს აქირავებდა, შემოსავლის გარეშე რჩება. აქციის მონაწილეებმა დღეს პროტესტის ნიშნად მსვლელობა ბათუმის ბულვარიდან […]
batumistvis
0

ბათუმში ბათუმისათვის ბრძოლის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში, მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან, ღია ცის ქვეშ, გაიმართა ბათუმისათვის ბრძოლის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,მაზნიაშვილი – დაუმარცხებელი გენერალი“. გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაზნიაშვილსა და მის თანამებრძოლებთან დაკავშირებული სამუზეუმო ექსპონატები და ფოტომასალა […]
01
0

თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. “აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. […]
pitstop
0

ქობულეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს – წაღებულია ფული

ქობულეთში ერთერთი ბენზიგასამართი სადგურის თანამშრომლები დააყაჩაღეს. შემხვევა გვიან ღამით მოხდა. წაღებულია ფული და მობილური ტელეფონი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამაეთლის კოდექსის” 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს
54255361_2710419475640346_2791181198494269440_n
0

უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძის მოინახულებენ. ჟურნალისტები ასევე, ეწვევიან ქედის მუნიციპალიტეტს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. მედიატურის შედეგად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები და ბლოგები უკრაინის წამყვან მედიაპლატფორმებზე ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წამყვანი […]
54080421_2353542818029781_7543859976658223104_o
0

ბათუმში “ფესტივალები განვითარებისთვის – მიღწევები და სამომავლო გეგმები“-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში 2019 წლის 15 მარტს ბათუმში მოეწყო შემაჯამებელი პრეზენტაცია „ფესტივალები განვითარებისთვის – მიღწევები და სამომავლო გეგმები“. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მიესალმა. „მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აჭარის ფესტივალების განვითარების ხელშეწყობას 2016 წლიდან წარმატებით ვახორციელებთ და იგი გახდა ერთგვარი წარმატებული […]
54436484_273338140268937_366340240534667264_n-1
0

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ხულოშიც იქნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2019 წელს ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალში ხულოს ცენტრის არჩევაც შეეძლებათ. მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა 2018 წელს სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ცენტრი ვეღარ გაიხსნა. 2019 წელს გამოცდები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, […]
shuaxebiaxalg
0

დაბა შუახევში საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად 1 150 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის მოწყობა იგეგმება რისთვისაც 1 150 000 ლარი გამოიყოფა რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტროტუარი ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზაზე, არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, სანიაღვრე სისტემა, შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, […]
mewyerishuaaa
0

შუახევში, სოფელ დღვანში მეწყერი ჩამოწვა

შუახევში, ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად სოფელ დღვანში, მიწროთის უბანში მეწყერული პროცესები განვითარდა. მიწის მასამ და ნიაღვარმა შიდა საუბნო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქება. შუახევის მერიის ინფორმაციით, შიდა საუბნო გზის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება, ხოლო არსებული მეწყერული კერის შესწავლა სპეციალისტების მიერ უახლოეს დღეებში მოხდება.
turizmiachara
0

ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარაში ტურიზმის სექტორთან შეხვედრა გაიმართა

ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარაში ტურიზმის სექტორთან შეხვედრა გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ტურიზმის განვითარების ხედვა და განსახორციელებელი ღონისძიებები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც სტუმრებს ტურიზმის მიმართულებით ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. სექტორთან შეხვედრისას სულხან ღლონტმა […]
1-1-1-1
0

თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში. აქტიურია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოსა […]
fffaroo
0

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება

გურიის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. ღონისძიებების დაწყების ვადა მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება. სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა შალამბერიძე რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულ სამუშაო ჯგუფს შეხვდნენ. შეხვედრაზე მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს. როგორც მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის […]
kjhkhjh
0

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა სტუდენტებისთვის

ნათია ვერძაძე – „დღეს, როცა განათლება ასე ფასობს, აუცილებელია, რომ მონდომებულ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ სტუდენტებს მეტად შეუწყოს ხელი სახელმწიფომ, ვინაიდან ძლიერი სახელმწიფო სწორედ ჯანსაღ და წარმატებულ ახალგაზრდა თაობაზე დგას. ვსწავლობ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მიუხედავად მოპოვებული ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტისა ჩემს ფაკულტეტზე სწავლის საფასური მაინც სოლიდურ თანხას შეადგენდა. პირველი სემესტრის დასრულებისას, გავიგე […]
afxx
0

დღეს, ბათუმის მწერალთა სახლში აფხაზური დედა ენის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ბათუმის მწერალთა სახლში აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზური დედა ენის პრეზენტაცია გაიმართა.წიგნი გათვალისწინებულია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის. აფხაზეთის მთავრობის წარმოამდგენლებმა აჭარაში მცხოვრებ ეთნიკური აფხაზებს წიგნები საჩუქრად გადასცეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი […]
komaxidzeee
0

ბათუმში კარბამიდის ტერმინალი აშენდება

კარბამიდის ტერმინალთან დაკავშირებით გაიმართა საჯარო შეხვედრები. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ქალაქ ბათუმის მერიამ დოკუმენტაცია გადააგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საიდანაც მერიამ მიიღო წერილობითი პასუხი, რომ მსგავსი ტიპის მშენებლობას არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაც ასახულია სკრინინგის ბრძანებაში. 2Shares  2 საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი და გაცილებით უფრო მასშტაბური ტერმინალები […]
braldebuliii
0

პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის, მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

გასული წლის გახამურებულ საქმეზე ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მოხდარ დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება დღესაც გადადო, მანამდე კი ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძის სასამართლო დარბაზში გამოჩენას ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა.  გარდაცვლილი პოლიცელის ოჯახი ბალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვს. ბესიკ ტაკიძეს გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის […]
53728869_265810384308246_5466979243042799616_n
0

შუახევში სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები განვითარდა

ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად, სოფელ კობალთაში დღეს დილით მეწყერული პროცესები განვითარდა.  სოფელში ჩამოწოლილმა წუმპოს მთამ ნიაღვარის ჩამოდინება გამოიწვია, რამაც შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. თუმცა, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, გადაადგილდნენ საცალფეხო ბილიკით. შუახევის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილოზე შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლები იმყოფებიან. მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ორი […]
rijvadze-e1552297395745
0

წყალმომარაგება, გაზიფიცირება და ხულო-გოდერძის გზა – მაღლმთიან აჭარაში მასშტაბური პროექტები იწყება

“მაღალმთიან აჭარაში ვაპირებთ წელს და მომდევნო წელს განვახორციელოთ ძირეული ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება როგორც წყალმომარაგების კუთხით, ასევე დაბების რეაბილიტაციის პროექტი. საბოლოოდ ეს მისცემს მაღალმთიან აჭარას როგორც გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, ასევე დამატებით შემოსავალს ტურიზმის თვალსაზრისით.” – აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. -პირველ კითხვას სოციალურ მდგომარეობაზე დაგისვამთ: მიუხედავად იმისა რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ტურისტული ზონაა […]
20171127132358164
0

ხულოში, სოფელ ფაჩხაში სახლი იწვის

ხულოში, სოფელ ფაჩხაში სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუ რა გახდა ხამძრის გამოწვევის მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
socxulo-3
0

ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის დირექტორად მზია აბულაძე დაინიშნა

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის“ თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით ა(ა)იპ-ის დირექტორის პოზიციაზე მზია აბულაძე დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მზია აბულაძე დაიბადა 1976 წლის 30 მაისს დაბა ხულოში; 1993 წელს დაამთავრა დაბა […]
jghhgfghf
0

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მოქალაქეების პროტესტი 2 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პირის დანით დაჭრის ფაქტზე 4 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას მოჰყვა. საქმეზე დაკავებული 5-ვე პირს დღეს მოსამართლე ლევან გელოვანმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ორ ნაწილად ჩატარდა რადგან ერთი დაკავებული მოწინააღმდეგე გუნდიდანაა. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი 4 ბრალდებულიდან ერთ-ერთს სასამართლო პროცესის დატოვება მოუწია. მან მოსამართლის ნებართვის გარეშე განცხადება გააკეთა, […]
bulvaribattt
0

საკრებულოს დადგენილებით, 1 მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილები აიკრძალება

5 მარტს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების აკრძალვის შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების წესი საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლსებოთ იქნა მიღებული და 1 მაისიდან ამოქმედდება.  ახალ რეგულაციაზე მუშაობა ბათუმის ბულვარმა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, მოქალაქეების ხშირი მომართვიანობის და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. როგორც ბათუმის ბულვარის დირექტორი […]
53287797_245491976328739_2497496828056961024_n
0

უამინდობის გამო, ხულოში 2 000 აბონენეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში  ინტენსიურად თოვს.  უამინდობამ  პრობლემები შეუქმნა  მოსახლეობას. ამდროისთვის  2000 აბონენტს ელექტრო  ენერგია არ მიეწოდება, ასევე პრობლემებია გზებზეც. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ,  მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები დაბასა და სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზებამდე. მათივე თქმით,  გაწმენდით სამუშაოებს ხელს ინტენსიური თოვა უშლის. თოვლი ამდროისთვის დაბაში ნახევარ მეტრს აღწევს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს გადააჭარბა.
1551552259-ბათუმის-ამბავი
0

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაიჭრა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, ერთ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე […]
53287797_245491976328739_2497496828056961024_n
0

ხულოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ხულოში  დიდთოვლობამ გარკვეული   პრობლემები შექმნა. დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თხილვანისა და ხიხაძირის მოსახლეობას, თუმცა აღნიშნული პრობლემა ამდროისთვის აღმოფხვრილია. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, გაწმენდილია ცენტრალური გზები. ამდროისთვის დაბაში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აღწევს.           […]