53287797_245491976328739_2497496828056961024_n
0

უამინდობის გამო, ხულოში 2 000 აბონენეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში  ინტენსიურად თოვს.  უამინდობამ  პრობლემები შეუქმნა  მოსახლეობას. ამდროისთვის  2000 აბონენტს ელექტრო  ენერგია არ მიეწოდება, ასევე პრობლემებია გზებზეც. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ,  მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები დაბასა და სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზებამდე. მათივე თქმით,  გაწმენდით სამუშაოებს ხელს ინტენსიური თოვა უშლის. თოვლი ამდროისთვის დაბაში ნახევარ მეტრს აღწევს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს გადააჭარბა.
1551552259-ბათუმის-ამბავი
0

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაიჭრა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, ერთ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე […]