achara
0

რუსეთის დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ მედიას ოფიციალურად აცნობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ კიდევ აგრძელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, შესაბამისად მსაგვს ღონისძიებაში რუსული დროშების მონაწილეობაზე პასუხისმგებლობა მინსტრმა უნდა აიღოს: „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, […]
merabi
0

მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტზე მერაბ წულუკიძე პირველი კანდიდატია, ვისი ვინაობაც ამ დროისთვის ცნობილი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აჭარის ბიუროს კორესპონდენტმა ტელეკომპანიის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი კანცელარიაში დღეს დაარეგისტრირა. მერაბ წულუკიძე ამავე ტელევიზიაში რედაქტორის პოზიციაზეც მუშაობდა, ასევე იყო ტელეკომპანია “იმედის” აჭარის ბიუროს კორესპონდენტი, აქტიურ ჟურნალისტიკაში კი სულ 21 წელია საქმიანობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის […]
ivakurshubadzea
0

ბათუმელი ივა ყურშუბაძე აცხადებს, რომ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

17 მაისს,  ერთ-ერთ მაუწყებელზე ლგბტ თემის მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის სამოქალაქო აქტივისტს,  ივა ყურშუბაძეს ნათესავები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ყურშუბაძის განმარტებით,  ის მუქარის გამო საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისვლას ვერ ახერხებს და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. იგი იურისტთან ერთად უკვე გამოიკითხა. ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს. “17 მაისს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავიდა ჩემი […]
Без названия
0

მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაღუპულები

რამდენიმ წუთის წინ, სუფსაში  მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.  გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. როგორც adjararm.ge–ს შსს–ში განუცხდეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
saswrafooo-1
0

ბათუმში 9 მოსწავლე სავარაუდოდ, მოხარშული კვერცხით მოიწამლა

ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-18 საჯარო სკოლის მე- 2 კლასის 9 მოსწავლე ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, მოზარდებს, გულის რევისა და თავბრუსხვევის სიმპტომები აღენიშნებოდათ. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ყველა მათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება: “დღეს ორი სასწრფი დახმარების მანქანით დაახლოებით 5 საათზე შემოყვანილია სულ 9 პაციენტი. ერთი კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მიირთვეს შეღებილი […]