stiqiaqeda
0

უამინდობა ქედაში – მდინარემ საცხოვრებელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო

დღეს, ქედაში უამინდობამ არაერთი პრობლემა გამოიწვია. 19:00 საათისთვის, კოკისპირულად წვიმდა, რამაც სოფელ ჭინკაძეებში, მდინარე ბზანას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ ტარიელ ჯინჭარაძის საცხოვრებელთან დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი წაიღო, დაზიანდა ასევე საავტომობილო ხიდის კიდე და გზის მონაკვეთი ორ ლოკაციაზე, თუმცა მოძრობა ამ ეტაპზე შეზღუდული არ არის. ქედის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა 1 ელექტრო ბოძი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ […]
giorgidiasamidze
0

“ენმ-ის” ბათუმის ორგანიზაცია სუს-ს აქციის მონაწილეებისთვის პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

პარტიის პრესცენტრის ინფორმაციით,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი დიასამიძეს ტურისტმა ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა. დაშავებულს ჯერ კლინიკაში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. მას სამმართველოში ახლდა ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მირდატ ქამადაძე. ოპოზიციის წევრი ტურისტის მიერ თავდასხმას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ ადგილი ჰქონდა სუსის მხრიდან პროვოკაციას. მისივე განმარტებით,  დიასამიძე თანაპარტიელებთან ერთად ოფისიდან […]
wyaldidoababatumii
0

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. პრესცენტრის განმარტებით, ამ დროისთვის 20-მდე  შეტყობინება შევიდა. წვიმამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ მაგისტრალზეც. მახინჯაურის ცენტრში საავტომობილო გზა დაიტბორა, რის გამო გართულებულია ავტომობილით გადაადგილება. ბათუმში ორი საათია გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ელექტროენერგიის წყაროებსაც. ქალაქის გარკვეულ უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
11111111111111111111111
0

რიჟვაძე: ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ

“ხაზგასმით გამოვხატავ ჩვენს უპირობო მხარდაჭერას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ სამართალდამცავის მიმართ, რომელმაც ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა!” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპოლიციო ოპერაცია, რომელიც იყო ჩატარებული, არის ლეგიტიმური და ემსახურებოდა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. ასევე, მისი თქმით, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება იმ ცალკეული შემთხვევების (როცა […]
rijvavzde
0

რიჟვაძე: აჭარის მთავრობა გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს

“აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციაში, გააკეთებს მაქსიმუმს, რომ აჭარაში ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს,” – ასე დაიწყო თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომა. რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ტურისტული ემბარგოს გამო შექმნილ გამოწვევებს, თუმცა აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადები დივერსიფიცირებულია და პრობლემა მაქსიმალურად აღმოუფხვრება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხო ტურისტულ გარემოსა და რუსეთის […]
62414633_2527449323984899_6903973161667133440_o
0

ბათუმის ქუჩებში და პარკებში აქტიურად გრძელდება ყვავილების დარგვის სამუშაოები

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” აქტიურად აგრძლებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას. ბათუმის ქუჩებში და პარკებში აქტიურად გრძელდება ყვავილების დარგვის სამუშაოები. ქალაქის სკვერებს, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებს ჯამში მილიონი 10-მდე სახეობის ერთწლოვანი ყვავილი შეემატება, რომელიც ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი. ბათუმში მილიონიონი ზაფხულის სეზონზე მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვაა დაგეგმილი.