avaris
0

ბათუმში სამი ავტომობილი ერთანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში,  ​მეჯინისწყლის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ამდროისთვის ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შენიშვნა: ფოტო არქივი