22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კომუნისტური რეჟიმის დროს რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს რეპრესირებულთა მემორიალი. ღონისძიების ორგანიზატორებმა – ფონდ „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, სტუმრებმა, რეპრეისრებულთა შთამომავლებმა გაიხსენეს ის მძიმე პერიოდი, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. აჭარაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებმა 670 ადამიანი შეიწირა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, რეპრესირებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აჭარისწყლის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მამა იოსებმა გადაიხადა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები