22 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები 22 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. ამინდის ცვალებადობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +10+15 გრადუსამდე დაეცემა. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი.

სინპტიკოსების ვარაუდით 21 ნოემბერს უნაქლექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის ბოლოდან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რომელიც მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას გამოიწვევს.

წყარო:”imedinews.ge

სხვა ვიდეოები