22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 65 წელი ერთად – 84 წლის წყვილის საქორწინო იუბილე

ხულოში, სოფელ ძმაგულაში წყვილს ერთად თანაცხოვრების 65 წლის იუბილე შეუსრულდათ. ვასილ მახარაძე და ნადია მუშამბაძე შვილთან, რძალსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. წყვილი 84 წლისაა და 19 წლის ასაკში გარიგებით იქორწინეს.

მათ ხუთი შვილი, 22 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 4 შვილთა შვილის შვილი ყავთ.

წყვილმა 65 წლის თანაცხოვრებისას ბევ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიც გამოარა, მათ ორი შვილი დაეღუპათ . ერთი ბიჭი 6 წლის ასაკში, ხოლო გოგო 47 წლის ასაკში დაეღუპათ.

ვასილ მახარძე “აიპრესა” ყვება, რო   ყველა დაბრკოლება და სიხარული ერთად გამოიარეს, ერთმანეთის თნადგომით გადაიტანეს ყველაფერი.

„ურთიერთ შორის გაგებითა და ურთიერთობის კმაყოფილებით ვართ. ცხოვრებაში იყო ბნელი დღეებიც, მაგრამ ჩვენი მხარში დგომა ანათებდა ამ დღეებს და ვულამაზებთ 65 წელია ერთმანეთს ცხოვრებას. ჩვენ დროს სიყვარული არ იყო, გარიგებით ვიქორწინეთ, პატარა და მოკრძალებული ქორწილი გვქონდა”.

“აიპრესთან” ვასილ მახარაძის და ნადია მუშამბაძის შვილიშვილი, ნინო მახარაძეა ამბობს, რომ

“ბებია-ბაბუას უსაზღვრო სიყვარული გააჩნიათ, ერთმანეთს არასდროს ტოვებენ. თუ მიდიან ერთად მიდიან ყველგან, სულ ერთად არიან. ბაბუმ მასწავლა, რომ შეგიყვარდება შვილო მთელი ცხოვრება უნდა გიყვარდეს და არ უნდა უღალატო, ხომ ხედავ არც მე ვღალატობ ჩემს პირველ სიყვარულს“.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები