3-4 იანვარს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

3 – 4 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგნეტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 5 – 6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა დაბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები