31 377 დარღვევა ერთ თვეში

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე, საქართველოს მასშტაბით, 31 ათას 377 დარღვევა დააფიქსირეს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემების მიხედვით აქვეყნებს.

აღნიშნული ჯარიმებიდან 13 ათას 581 უკვე გადახდილია. საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული 61 ე.წ. ჭკვიანი კამერიდან ერთ-ერთმა, რომელიც გორშია დამონტაჟებული, ყველაზე მეტი – 5 698 დარღვევა დააფიქსირა. მძღოლებმა აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარეს გადააჭარბეს. აჭარაში არსებული 9 კამერით ათას 275 დარღვევა დაფიქსირდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები