4 პარტია ბათუმის საკრებულოში

მაჟორიტარულ არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა. მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. ბათუმის ოლქის მონაცემების თანახმად, კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო.

ანუ ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით იქნებიან: ქართული ოცნებიდან: სულიკო თებიძე, ირაკლი მიქელაძე,  ნერიმან ცინცაძე, ლაშა სირაბიძე, ბესარიონ გოგოტიშვილი, დიმიტრი ჭეიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური, თამაზ დევაძე, “ევროპული საქართველოდან” რაულ თავართქილაძე და “პატრიოტთა ალიანსიდან” არჩილ მამულაძე. მაჟორიტარები, ასევე მმართველი პარტიიდან: თამაზ სალუქვაძე, გოჩა მგელაძე, ნატალია ზოიძე, ანზორ დევაძე, ელგუჯა ანდრიაძე, ზურაბ ნაკაიძე, ირაკლი თოფურიძე, ირაკლი პატარიძე, ომარ მახარაძე, მუხამედ ართმელაძე. 25 დეპუტატიდან მხოლოდ სამია ქალი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები