40 გრადუსიანი სიცხის შემდეგ ტემპერატურა 15 გრადუსით დაიკლებს

ამ წუთებში ზღვაზე 5 ბალიანი შტორმია და ბანაობა აკრძალულია. სანაპირო ზოლში წითელი ალმებია აღმართული.

დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ელჭექს და ნალექს გამოიწვევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად დასავლეთ საქართველში.

საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები