მე-5 დღეა 18 წლის გოგი დოლიძეს ოჯახი უშედეგოდ ეძებს

ქობულეთში სოფელ დაგვაში მე-12 კლასის მოსწავლეს გოგი დოლიძეს ეძებენ. ის სახლიდან 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა და მას შემდეგ აღარვის უნახვს. მისი და თეონა დოლიძე “აიპრესთან” საუბარში ჰყვება, რომ მას შემდეგ გამორთული აქვს მობილური ტელეფონი და აღარ უსარგებლია სოციალური ქსელებით. მისივე განმარტებით შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპს”, რადგან მის ნოუთბუქში იპოვეს თამაშის აღმნიშვნელი ფოტოები.

ასევე გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს ხელზე მიყენებული დაზიანებები, თუმცა მაშინ გოგი დოლიძემ ოჯახის წევრებს უთხრა რომ ეს უბრალო გართობა იყო და მეტი არაფერი. ოჯახი არც მის მიზანმიმართულ გაუჩინარებას გამორიცხავს და სთხოვენ დაბრუნდეს სახლში. თუმცა თეონა დოლიძე გაუჩინარების მიზეზად ოჯახურ კონფლიქტს გამორიცხავს და ამბობს რომ ფაქტამდე “რამდენიმე დღით ადრე მართვის მოწმობა ვერ აიღო, რის გამოც გაღიზიანებული იყო და შესაძლოა ეს გახდა სახლიდან წასვლის მიზეზი, ეხლა კი რადგან ამდენი დღეა ვეძებთ ყველა საშუალებით შეიძლება უკან დაბრუნება ეშინია რომ არ ვუსატვედუროთ”. თეონა დოლიძე ასევე ყვება ვიდეო ჩანაწერებიდან ამოღებული კადრების შესახებ თითქოს ის თბილისში შენიშნეს, თუმცა მისივე განმარტებით, ჩანაწერი უხარისხოა და რთულია დაზუსტებით იმის თქმა არის თუ არა ის გოგი დოლიძე.

ბობოყვათის საჯარო სკოლაში სადაც სწავლობდა მას დადებითად ახასიათებენ. თანაკლასელები ამბობენ რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის მართვის მოწმობის გაკვეთილებზე სიარულის გამო სკოლაში არ დადიოდა. თამაშობდა თუ არა ის ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპს” ამ კითხვაზე პასუხი არც მეგობრებს და არც სკოლის დირექციას პასუხი არ აქვთ.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლრლობამდე მიყვანას გუისხმობს. გოგი დოლიძის სამძებრი სამუშაოებში სამართალდამცავები 8 დეკემბრიდან ჩაერთნენ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები