500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 18:30 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევაზე 507 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის: 400 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 86 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო და 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები