სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე   დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველ და მომდევნო საკითხებად დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის,პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების , პერსონალის პროფესიული სტანდარტების და საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტები. იმსჯელეს და დაამტკიცეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა“-ში ქ. ქობულეთი, მ.აბაშიძის ქუჩა N18-ის მიმდებარედ არსებული 38,0 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დამატების თაობაზე და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა“-ში ქ.ქობულეთი,დ.აღმაშენებლის გამზირი N764-ში მდებარე 1855,0 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-273,2 კვ.მ და N2-245,4 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობების დამატების თაობაზე. განისაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთი, მ.აბაშიძის ქუჩა N18-ის მიმდებარედ არსებული 38,0 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასური; ავტოსატრანსპორტო საშუალების (სუძუკი ვიტარა), სახელმწიფო ნომერი ZIM -696, გამოშვების წელი 1999, ფერი – წითელი მუქი 2/4, ტიპი – მსუბუქი მაღალი გამავლობის, საიდენტიფიკაციო ნომერი JSAFT62V00110825) საწყისი საპრივატიზებო საფასური; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, ვერულიძის ქუჩა N9-ის მიმდებარედ 47,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო საფასური. განისაზღვრა და დამტკიცდა ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N49-ში მდებარე 2127.0 კვ.მ შენობა-ნაგებობაში (სტადიონი) არსებული 9 (ცხრა) ერთეული არასაცხოვრებელი ფართის წლიური სარგებლობის ქირის საფასური; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N7-ში მდებარე 17959,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საფასური;ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქ. ქობულეთში, მ.აბაშიძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ 447,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 15.0 მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელზე თანხმობის მიცემისა და საწყისი საიჯარო ქირის საფასური;
თანხმობა მიეცა სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (ნანა ჩიბურდანიძის კუთვნილ ობიექტზე) 0.22 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის გამოიყენოს საზოგადოებრივი სივრცე. ცნობად იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ“ საკითხი. განიხილეს და დამტკიცებული იქნა ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილების პროექტი. დამტკიცდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ გზების სია, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა).
ასევე დამტკიცებული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მიერ პეტიციის წესით ინიცირებული საკითხები ,რომლებიც შეეხებოდა: – ქ.ქობულეთში, (დავით აღმაშენებლის გამზირი, რუსთაველის ქუჩა, რკინიგზის და ავტოსადგურის მიმდებარე ქუჩები) გზაჯვარედინებსა და წრიულებთან შუქნიშნების განთავსებასა და მონტაჟს ; ქობულეთის მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენისათვის შესაბამისი პლატფორმა პროგრამის შექმნას; ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა თავშესაფრის მოწყობასა და ფუნქციონირებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისათვის ანგარიშის წარდგენისათვის კონკრეტული ვადის განსაზღვრას. ბოლო საკითხად განხილულ იქნა დემოკრატიის ინსტიტუტის 2017 წლის 23 აგვისტოს N08/2026 მომართვა -პეტიციებში გასათვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე.

წყარო: “ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო”

სხვა ვიდეოები