54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით,   ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის მამაკაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ამ დროისთვის მამაკაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიყვანეს ავტომანქანაც.

ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.

სხვა ვიდეოები