ფრიდონ ფუტკარაძე მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ხვიჩა შარშიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ფრიდონ ფუტკარაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა მათ როლზე მომავალი თაობების აღზრდაში და აღნიშნა, რომ განათლების სფერო მისთვის პრიორიტეტულია.
,,ქვეყნის სწრაფი განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის განათლება და ამ სფერში გადადგმული თითოეული ნაბიჯი გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე. 2012 წელთან შედარებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი 65 %-ით გაიზარდა, მასწავლებლის საბაზო ხელფასი 65%-ით, საშუალო ხელფასი კი 80%-ით, ამოქმედდა ,,უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა“,1200-ზე მეტ სკოლას ემსახურება უფასო ტრანსპორტი, 2013-2017 წლებში 1700-ამდე საჯარო სკოლას რაბილიტაცია ჩაუტარდა, სკოლებში განახლდა ინვენტარი და მრავალი სხვა“ – განაცხადა პედაგოგებთან შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა შუახევში განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შუახევში ადგილობრივი ბიუჯეტით აშენდა პაპოშვილების არასრული და 7 დაწყებითი სკოლა,რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამოდენიმე სკოლას. მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აშენდა და სრულად აღიჭურვა დაბა შუახევის საჯარო სკოლის პანსიონი და ხაბელაშვილების სკოლა. მიმდინარეობს ფურტიოს, მაწყვალთის და ჟანივრის სკოლების მშენებლობები. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცინარეთის, ბუთურაულისა და ჭვანის საჯარო სკოლებს, ქიძინიძეების საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზს. მომავალში იგეგმება შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა.
,, გამომდინარე აქედან, მომდევნო ოთხ წელს განათლების სისტემაში იქნება ძირეული რეფორმები იმისთვის, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლის პრესტიჟი კიდევ უფრო ამაღლდეს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მომავალი თაობის სულს ძერწავს, მოზარდს აყალიბებთ სრულყოფილ ადამიანად. სწორედ ამიტომ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, შევეცდები მაქსიმალური ყურადღება დაგითმოთ თქვენ, რათა უკეთ წარმართოთ სასწავლო პროცესი“ – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
პედაგოგებთან შეხვედრაზე მთავრობის 4 წლიან გეგმაზე და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ,ბათუმის საკრებულოს ,,ქართული ოცნების“საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა სულიკო თებიძემ,შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ და სხვებმა.

 

 

წყარო:”ფრიდონ ფუთკარაძის მხარდამერები”

სხვა ვიდეოები