ხვალიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიზე გამოიდარებს

ძლიერი შტორმის გამო, რომლის სიმძლავრეც 6 ბალს აღწევს და მასთან ახლოსაა, ნაწილობრივ მიიტაცა სარეკლამო ბანერები და სანაპიროზე არსებული ცალკეული კაფე-ბარის ინვენტარი.

ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიზე გამოიდარებს და მთელი კვირა მზიანი და თბილი ამინდები იქნება. სინოპტიკოსები დღისით ჰაერის  +25 გრადუსამდე გათბობას გვპირდებიან.

ანტი ციკლონური მდგომარეობის გავლენით, ღამის საათებში დაბლობ რაიონებში +9,+11 გრადუსამდე აცივდება, შიდამთიან ზონაში კი -3, -5 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა. დღის საათებში მზის ხარჯზე ჰაერის ტემპერატურა გათბება და +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები