60 წელი ფოტოაპარატთან ერთად – ხულოელი ფოტოგრაფის უცნობი ისტორია

ხულოში მცხოვრები 79 წლის ბიძინა რიჟვაძე 60 წელია ამ ცხოვრებას კადრებში სვამს. იგი დღეს გაზეთ “ხულოს”ფოტოკორესპოდენტია. ფოტოგრაფს ეს პროფესია ბიძამისმა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ შეასწავლა, რომელიც ხულოში პირველი ფოტოგრაფი იყო.

როგორც ბიძინა რიჟვაძე “აიპრესთნ“ ყვება, პროფესიის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია, მისივე თქმით ამ დროის განმავლობაში, პარალელურად რამდენიმე დაწესებულებაში უმუშავია, თუმცა პროფესიის სიყვარულმა არ მისცა უფლება სხვა სფეროში გადასულიყო.მართალია ჰქონდა ისეთი შემოთვაზებებიც, სადაც უკეთესი პირობები და ანაზღაურება იყო, თუმცა უარი თქვა იმის გამო, რომ იქ გადასვლის შემთხვევაში ფოტოგრაფობისთვის თავი უნდა დაენებებია.

იგი იმ პერიოდებსაც იხსენებს როდესაც ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავარია შენი პროფესია გიყვარს, მხოლოდ ანაზღაურება არაფერს ნიშნავს. როგორც თვითონ ყვება მაშინ როდესაც ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი ხულოში, არც ვიდეოგადაღება და არც სხვა ფოტოგრაფია არ იყო, შესაბამისად მისი გადაღებულმა კადრებმა, მუნიციპალიტეტს ბევრ ისტორია შეუნახა.

ბიძინა სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ დღეს მისი პროფესია აღარაა ისეთი მოთხოვნადი, როგორიც თaვდაპირველად. მისივე თქმით,უკვე ტელეფონითაც იღებს ხალხი ფოტოებს და თუ ვინმეს დოკუმენტისთვის დასჭირდება ფოტო იმ შემთხვევაში აკითხავენ.

ფოტოგრაფი საზოგადოებისგან მისდამი დამოკიდებულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც ქუჩაში ადამიანები ხვდებიან, რომლებიც თბილად ესალმებიან და კითხულობენ გული სიხარულით ევსება, და მაშინ ხვდება, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა, იმასაც აღნიშნავს, რომ სიხარულისაგან ხშირად ამის გამო თვალზე ცრემლიც კი მოსდგომია.

„როდესაც ჯარიდან დავბრუნდი ბიძაჩემმა მასწავლა ფოტოგრაფობა. ის ხულოში პირველი ფოტოგრაფი იყო, იმის შემდეგ კი მე გავაგრძელე ეს პროფესია. მე ამ პროფესიის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამაჩნია, საკუთარ თავს ვერასდროს ვხედავდი სხვა სფეროში, მართლია პარალელურად მიმუშავია სხვადასხვა დაწესებულებაში, თუმცა 60 წლის განმავლობაში ფოტოგრაფობისთვის ერთი დღეც კი არ დამინებებია თავი.

იყო დრო როდესაც ძალიან დაბალი ანაზღაურება მქონდა, თუმცა იყო ისეთი დროც როდესაც კარგი ანაზღაურება მქონდა ასე, რომ ცხოვრებაში მთვარი მხოლოდ ანაზღურება არაა მთავარია გიყვარდეს შენი პროფესია, ბევრ კარგ დღეებთან ერთად ბევრი ცუდი დღეს გამომივლია, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ თავი გამენებებია ამ პროფესაიზე. დღეს როდესაც ქუჩაში ხალხი ასე თბილად მესალმება და მკითხულობს ვფიქრობ და ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა, ხშირად სიხარულისაგან თვალზე ცრემლიც მომდგომია, გული სითბოთი და სიხარულით მევსება,“-განაცხადა “აიპრესთან” ბიძინა რიჟვაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები