8 ახალი ლიფტის დასამონტაჟებლად გამგეობა 474 239 ლარს დახარჯავს

მრავალსართულიან სახლებში 8 ახალი ლიფტის დასამონტაჟებლად გამგეობა 474 239 ლარს დახარჯავს. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით ხორციელდება, ლიფტები მოძველებული და მწყობრიდან გამოსული იყო. გასულ წელს მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 17 ლიფტის შემოწმება, რომელთანგან მიზანშეწონილი გახდა აღნიშნული ლიფტების რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება ა.ა.რ. ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. კორპუსებში ლიფტების მონტაჟი ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები