8 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა

ბობოყვათში მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ახლობლების თქმით, 8 წლის ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, გზაზე გადაკვეთის დროს კი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ბავშვი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ. ამ წუთებში დაზარალებული რეანომობილით ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს ინფორმაციით, საქმე აღიძრა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები