ქობულეთში ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნების“ სხდომა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძის ხელმძღვანელობით.

ფრაქციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამის ; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამის; სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაზიფიცირების პროგრამის დამტკიცების შესახებ; „ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების პროგრამის“ ; დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამის ; უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამის; ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ; 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი დახმარების პროგრამის ;თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის პროგრამის ; ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ;სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამის და ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური პროგრამის დამტკიცების შესახებ.

იმსჯელეს ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სპორტის ღონისძიებების გეგმის, კულტურის ღონისძიებების გეგმის და სპორტული საკლუბო გუნდის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ.ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით) მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ.

წყარო:”

სხვა ვიდეოები