92 წლის შადიე “აბახა” ხულოდან – მთელი სოფლის მასპინძელი უხუცესი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში ყველაზე უხუცესი ქალბატონი შადიე აბულაძე ცხოვრობს, რომელიც 92 წლისაა. მას 5 შვილი, 13 შვილიშვილი 23 შვილთაშვილი ჰყავს.

როგორც ოჯახის ახლობლები “აიპრესთან” ყვებიან, მისი ასაკის მიუხედავად ბევრი საოჯახო საქმეების კეთება შეუძლია. იმასაც აღნიშნავენ, რომ შადიე ბებო დიდთან დიდია და პატარასთან პატარა. მათივე თქმით, ბებოს ყვლაზე მეტად სტუმარი ახარებს. როცა ვინმე მიდის ოჯახში სულ იღიმება და დაფუსფუსებს.

ბევრ სიხარულთან ერთად შადიე აბულაძემ დიდი ტკივილიც გამოიარა. მას ადრეულ ასაკში დაეღუპა შვილი, ყველა დედმამიშვილი, მეუღლე და მშობლები.

“შადიე ბებია სულით ძლიერი ადამიანია, სხვა შემთხვევაში ის ვერ გაუძლებდა იმ ტკივილებს, რაც მან გადაიტანა… მან ძალიან ადრეულ ასაკში დაკარგა შვილი, ყველა დედმამიშვილი, ახალგაზრდა დისშვილები, ძმიშვილები, მეუღლე, მშობლები… მისი გასაოცარი შრომისმოყვარეობა ჩაოში ყველამ იცის, მისი წლების კვალი კი მის ასაკს თითოეულ ნაპრალად აჩნია სახეზე… ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ შადიე ბებიას, რამეთუ სოფელს სჭირდება ამისთანა მოხუცები”- აღნიშნა ოჯახის ახლობელმა მზია შავაძემ.

სოფელ ჩაოში სადაც 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, შადიე ბებოს შესახებ ყველამ იცი, მის შრომისმოყვარეობაზე, ყურადღებასა და მზრუნველობაზე თითქმის ყველა საუბრბს.

“ჩემი “შადიე აბახა” ასე ვეძახით ჩვენ….ძალიან მიყვარს , როგორი მოსიყვარულე თბილი და ტკბილია, როგორ ახარებს სტუმარი, დაფუსფუსებს, იქ ხილი გამოაქვს, იქ ბატიბუტს დაადგამს, ღუმელზე დაკოჟრილი და შრომაში დაღლილი ხელებით… მისი მორთმეული ყველაფერი გემრიელია… ყველაფერს განსაკუთრებული გემო აქვს… დიდხანს სიცოცხლე მას.“-განაცხადა მადონა დავითძემ.

ფოტო “აიპრესს” სოფლის მკვიდრმა მზია შავაძემ მიაწოდა, როგორც თვითონ აღნიშნავს ეს ბებოს უიშვიათესი ფოტოა, რადგან ფოტოს გადაღებაზე ყოველთვის უარს ამბობს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები