აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ქობულეთის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადრეული განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე, ასევე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მის დანერგვაზე ისაუბრეს. ადრეული განვითარების პროგრამა ზრუნავს ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 0-დან 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, შეზღუდული შესაძლებლობების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვები.

წყარო: “ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები