აბიტურიენტები დღეს გამოცდას უცხო ენაში აბარებენ

დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. ბათუმის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 903 აპლიკანტს შორის 39 არ გამოცხადდა. 4 მათგანი ტესტირებას დაგვიანების გამო ვერ დაესწრო.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია, თუმცა აბუტურიენტთა უმრავლესობამ საგამოცდო სექტორები დროზე ადრე დატოვა. მათი თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო. პირველ სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას რუსულ ენასა და ინგლისურში აბარებენ.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები