აჭარა Fashion Week

ბომონდური ღონისძიება, ,,ajara fashion week”-, რომლის შესახებაც არაერთი კრიტიკული აზრი გამოითქვა და მისი დაფინანსების საკითხი ასევე განსჯის საგანი იყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ჩვენება ციხისძირში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში მოეწყო, მანამდე კი სტუმრების მიღება ასევე ცნობილ სასტუმროში გაიმართა. მოდის კვირეულისთვის ბათუმის მერიამ 30 ათასი ლარი დახარჯა.

გახსნაზე იმყოფებოდნენ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრები – ლევან კინწურაშვილი, თენგიზ აფხაზავა, ნინო ბერაძე, ვიცე-მერი ალექსანდრე მითაიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფახი ხალვაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბა პატარაძის მეუღლე სოფო ბაკურიძე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
„აჭარა ფეშენ ვიკი“ მომღერალმა სოფო ხალვაშმა გახსნა. მან ორი სიმღერა შეასრულა. გახსნაზე იმღერა აჩიკო მეფარიძემაც. მოდის კვირეულის გახსნაზე იმყოფებოდნენ ქართველი მსახიობები და მოდის სფეროს წარმომადგენლები.

„აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე ხუთი ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული, მათ შორის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.მოდის კვირეულის გახსნაზე ყატარის პრინცესაც იმყოფებოდა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები