ე.წ ჭაობის დასახლებაში ჩაიკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ჩაიკოვსკის ქუჩაზე სადემონტაჟო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით 700 მეტრიან მონაკვეთზე იცვლება გრუნტი. ამის შემდეგ კი სანიაღვრე სისტემები მოეწყობა მოპირკეთდება ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარი. ქუჩის რეაბილიტაცია, 2018 წლის მაისში უნდა დასრულდეს, სამუშაოებისთვის მილიონ 852 ათას 140 ლარია გამოყოფილი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები