აჭარას აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების მენეჯერები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში რეგიონის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან.

ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით სტუმრებისთვის სასტუმრო ინტურისტში პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრების დაწყებამდე კი მათ რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ.

დღეს, აზერბაიჯანელი სტუმრები უკვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გიონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმს ეწვევიან. ისინი რეგიონს კი ხვალ დატოვებენ.
აზერბაიჯანი აჭარაში შემოსული ვიზიტორების მხრივ მეორე ადგილზეა. 2017 წლის, 10 თვის მონაცემებით აჭარას აზერბაიჯანიდან 137 304 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

სხვა ვიდეოები