აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, საქართველოსტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან  ერთად აფხაზეთის ანაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოსსახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართულიუფრო მაღლა.

აღნიშნული წესი დღეს აჭარის ტერიტორიაზე დარღვეულია. სამთავრობო თუ მუნიციპალურ საჯარო დაწესებულებებზე, ასევე კომერციულ ორგანიზაციებთან აღმართული აჭარისა და საქართველოს დროშები ერთი ზომის და ერთ სიმაღლეზეა განთავსებული.

საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარის მთავრობის შენობაზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს პოზიცია იყო, რომ სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ზომები ერთნაირი ყოფილიყო, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ეს ასე არ არის.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონი 2018 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. ჰერალდიკის საბჭოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კანონის მიღების მიზანი იყო ყველა სახელმწიფო სიმბოლო ერთ კანონში მოქცეულიყო და ის პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში მომზადდა, „შესაძლოა, ცოტა ნაჩქარევად იქნა მიღებული კანონი და მასში ამ კუთხით [დროშის ზომები] ალბათ ცვლილება შევა“.

მოქმედი კანონით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ჰერალდიკის საბჭოში გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში დასადგენია ისიც, თუ რა პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი: „თუ ხულიგნობის მუხლით იქნება დარღვევა, ასეთ დროს პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონმდებლობით, სხვა დეტალები კი, დასაზუსტებელია“.

საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის დროშაზე მცირე ზომის.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 14 იანვარია დადგენილი.

სხვა ვიდეოები