აჭარაში C ჰეპატიტის კვირეული მიმდინარეობს

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, უფასო სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში გაეცნო.
კვირეულის ორგანიზატორები არიან: სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო.

თანამონაწილეები: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იმედი”, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა“.

27 ივლისს, სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხუცუბანსა და ალამბარში, ხოლო 28 ივლისს, ბათუმის ბულვარში, ჭადრაკის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 მაისის პარკსა და ახალ ბულვარში, ასევე ქობულეთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რკინიგზის სადგურში.
“აჭარის ჯანდაცვის სამუნისტრო”

სხვა ვიდეოები