აჭარაში H1N1 ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გარდაცვლილებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია.
სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, გაზრდილია გამოძახებები სასწრაფო დახმარების ცენტრში. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებები 400-მდე გაიზარდა. ჰოსპიტალურ მკურნალობას კი ამ დროისთვის 130 ზე მეტი ადამიანი გადის, პაციენტთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. რეანიმაციულ განყოფილებაში 18 ადამიანია მოთავსებული.
აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში უახლოეს კლინიკებს დროულად მიმართონ.

სხვა ვიდეოები