აჭარაში H1N1 ვირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი

აჭარაში H1N1 ვირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი. მე-5 შემთხვევა დღეს, კლინიკა “მედ-ცენტრში” დაფიქსირდა. 60 წლამდე მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

 როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

“მამაკაცს დამატებითი ქრონიკული დაავადებები არ აღმოაჩნდა, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა”,-აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ამბულატორიული მიმართვიანობის სტატისტიკა ამ დროისთვის შემცირებულია რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს 20 პაციენტია მოთავსებული.

სხვა ვიდეოები